12:00 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-15 20:10:26, 567 ნახვა

საზოგადოება
მევენახე: სოფლის ნგრევა სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" დროს დაიწყო

პარლამენტში, აგრარულ საკითხთა და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე,  სადაც  ყურძნის სარეალიზაციო ფასთან დაკავშირებით მსჯელობენ, სიტყვა მევენახე ქალბატონმა ითხოვა.

მან სახელმწიფოს მიერ ყურძენზე დაწესებული ფასის 1ლარამდე გაზრდა მოითხოვა, რადგან მევენახის განარტებით, მოსავალს  შრომის ფასად ვერ ყიდიან.

ამასთან, მევენახემ "ნაციონალური მოძრაობა" მკაცრად გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მათ ყველაზე ნაკლებად აქვთ  უფლება, დღეს სოფლის ნგრევაზე ისაუბრონ.

"ყველაზე ნაკლებად "ნაციონალურ მოძრაობას"  აქვს იმის უფლება, რომ დღეს ილაპარაკოს სოფლის ნგრევაზე იმიტომ, რომ სოფლის ნგრევა სწორედ მაშინ დაიწყო. 40 თეთრს გვიხდიდა რქაწითელში "ნაციონალური მოძრაობა. 60 თეთრს გვიხდიდა საფერავში, როდესაც შავნაბადას ბერები ჩამოვიდნენ და 80 თეთრს გვიხდიდა მამა შიო, მიდიოდა შტაბის უფროსი და ეუბნებოდა- ფასი არ გაზარდო, რატომ უწევ შენ მაგას 80 თეთრამდეო. რაც შეეხება იმას, რომ ღვინიაშვილი მოვიდა, ის დეპუტატი ავირჩიეთ გურჯაანის რაიონმა, არ ჰქონდზ მნიშვნელობა, რომელი პარტიის წარმომადგენელი იქნებოდა, ის რაიონის დეპუტატი იყო. უნდა მოსულიყო არა, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი, არამედ, როგორც რაიონის დეპუტატი და სხვა კიდევ. როდესაც შედის გლეხი ვენახში ის ლოცულობს. ვაზის ჯვრით შემოვიდა ქრისტიანობა საქართველოში იმხელა მნიშვნელობა აქვს ვაზს, შაჰ აბაზი ვაზს გვიჩეხდა იმისთვის, რომ ქართველობა განადგურებულიყო; დღეს თუ ვაზს მოვექცევით ისე,  როგორც ვექცევით, ამით გლეხობისთვის ძალიან ცუდ რამეს გავაკეთებთ. ჩვენ მოვითხოვთ იმას, რომ ხარჯები დავფაროთ. ჩვენ აგირჩიეთ პარლამენტარები არა იმისთვის, რომ ამ ბრძოალს ვუყუროთ, მე შეურაცხოფილი დავრჩი, როცა "ნაციონალური მოძრაობისგან" მართული მითხრეს. ჩემმა გაჭირვებამ მომიყვანა და არა "ნაციონალურმა მოძრაობამ", რომელსაც თავიდანვე ვეწინააღმდეგებოდი.არმინდა, რომ ვინმემ მართული მიწოდოს, ჩვენი შრომის ფასად ვერ ვყიდით მოსავალს. მოხედეთ ხალხს, არ არის იმისი ღირსი, რომ გადაუაროთ. ჩვენ "ქართულ ოცნებას" გვერდში დავუდექით. ლარზე ნაკლები არ იყოს ყურძენი. ე.ი. ასკილივით თავი უნდა ვაქნიო და აღარ ვიქნები ნაციონალი?! არ ვარ ნაციონალი და არც ვიქნები",-განაცხადა ერთ-ერთმა მევენახე ქალბატონმა.

სხდომას მევენახეებთან და დეპუტატებთან  ერთად,  ღვინის კომპანიის წარმომადგენლები და  დარგის სპეციალისტები ესწრებიან.

ცნობისთვის, ამჟამად თეთრი ყურძნის ფასი 60 თეთრია, ხოლო საფერავი 85 თეთრი ღირს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics