12:00 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-15 19:28:44, 527 ნახვა

საზოგადოება
პარლამენტში ყურძნის სარეალიზაციო ფასთან დაკავშირებით სხდომა კვლავ ხმაურით მიმდინარეობს

პარლამენტში, აგრარულ საკითხთა და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე, სადაც  სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია  საზოგადოებას "რთველი 2015"-ის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას აწვდის, კვლავ ხმაურია. ამჯერად დეპუტატებს შორის დაპირისპირების მიზეზი პოლონეთში ღვინის ექსპორტის თემა გახდა.გიორგი კანდელაკმა სოფლის მეურნეობის მინისტრს სთხოვა განემარტა,  წელს 8 თვეში,  გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით,   რამდენით არის პოლონეთში ღვინის ექსპორტი გაზრდილი.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძემ  გიორგი კანდელაკი გააფრთხილა,  დაატოვებინებდა  დარბაზს, თუ პოლემიკაში  კიდევ ჩაერთვებოდა. "ნაციონალური მოძრაობის " წევრებს შენიშვნა გლეხებმაც მისცეს.

"მე გულწრფელად ვუხდი ადამიანებს ბოდიშს, მათ შორის ჩვენი სიფიცხის გამო, უბრალოდ მინდა გაიგოთ, რომ თქვენ როცა კითხვას სვამთ, იმ კითხვებიდან უნდა დაგანახოთ პასუხები, რა ხდება დღეს ქვეყანაში, მაგრამ მე მესმის, რომ თქვენ ერთი სული გაქვთ,  პირდაპირ როდის გაიგებთ პასუხს. ამ ხალხის მოსმენა კიარ უნდა გაინტერესებდეთ, ამ ხალხს აინტერესებს თქვენი პასუხი. არის თუ არა რაიმე შანსი იმისა, რომ დღეს ამ ხალხმა მიიღოს იმის შესაბამისი, ადეკვატური ანაზღაურება, რაც მათ შრომა ჩადეს ამ საქმეში. რაც არ უნდა ბევრი ვენახი ჩაგეყარათ თქვენ ამ ორი წლის განმავლობაში,  წლევანდელი რთველის მოსავალზე ის ვერ იქონიებდა ვერანაირ შედეგს, რადგან ეგეც არ იცით, მე სამწუხაროდ როგორც ჩანს  ერთადერთი დეპუტატი ვარ, რომელიც სოფლის მეურნეობაში დღემდეა დაკავებული.არ არსებობს ჯიში, რომელიც 2 წელიწადში შედეგს გაძლევთ. ასე რომ, თუ რამე შედეგი მოგვცა, ან სააკშვილის დროს ჩაუყრიათ, ან მაშინ  სხვა თემასთან გავქვს საქმე. ისევ იქ ხართ ჩარჩენილი,  ჩვენ რომ თურმე ვჩეხდით ყურძენს. 150 ტონა ყურძენში მილიარდ ლარს ვერანაირი არითმეტიკით ვერ მიიღებდა. ჩვენ უდმივად ვაფრთხილებდით საქართველოს ხელისუფლებას, რომ მხოლოდ რუსეთის ბაზრის იმედად ყოფნა არ შეიძლება. რუსული ბაზარი არასდროს არ იქნება დიდი თანხის გადამხდელი და საქართველოს ხელისუფლებისგან ახალი ბაზრის მოძიება უნდა მოგვეთხოვა",-განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა აკაკი ბობოხიძემ.

სხდომას დეპუტატებთან და  მევენახეებთან ერთად,  ღვინის კომპანიის წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები ესწრებიან.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics