|
2015-09-16 09:26:52, 559 ნახვა
საზოგადოება
დანელია: რთველი ჯერ პრაქტიკულად არ დაწყებულა, ამიტომ ყურძნის ფასზე განგაში ძალიან ნაადრევია
რთველი ჯერ პრაქტიკულად არ დაწყებულა, ამიტომ ყურძნის ფასთან დაკავშირებით განგაში ძალიან ნაადრევია, -ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ყურძნის ჩასაბარებელი ფასი ზოგ ქარხანაში 1 ლარიც ფიქსირდება. „რთველი ჯერ პრაქტიკულად არ დაწყებულა და ჯერ-ჯერობით, მხოლოდ 8 000 ტონამდე ყურძენია ჩაბარებული. ველოდებით 130 ათას ტონას და უკვე ვაპროტესტებთ ფასს, რომელიც არ ვიცით რა იქნება. სახელმწიფო ფასი არ არის ათვლის წერტილი. სახელმწიფო ფასი არის ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული ალტერნატივა იმ შემთხვევაში, თუ ვეღარ მიიღებენ ქარხნები, არსებული მდგომარეობის გამო ყურძენს. ჩვენ მზად ვართ გლეხმა არ იზარალოს და ხელი გავუმართოთ, მაგრამ ჯერ საბაზრო ფასები არ დაფიქსირებულა. ამიტომ ძალიან ნაადრევია ეს განგაში. გვაქვს ბაზა, სადაც ვაკვირდებით რთველის მიმდინარეობას და გეტყვით, რომ 70 თეთრზე მაღალი ფასებიც არის დაფიქსირებული, 1 ლარამდეც არის დაფიქსირებული. რატომ ვქმნით ისეთ სურათს, თითქოს პრობლემაა, როცა ჯერ ეს პრობლემა არ დამდგარა“, - განაცხადა დანელიამ. მისივე თქმით, რთველის საორგანიზაციო შტაბის ვებგვერდზე 78 ქარხანაა დარეგისტრირებული, რომელთაც ყურძნის მიღების სურვილი აქვთ. „ყველა ამბობს, რომ მინიმალურ ფას 70 თეთრს აბსოლუტურად ყველა გადაიხდის, გამომდინარე ყურძნის კონდიციიდან“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)