|
2015-09-15 19:47:31, 811 ნახვა
საზოგადოება
მევენახე: წინა ხელისუფლების დროს, კახეთში არარენტაბელური ე.წ. ვაქირულა ჯიშის ვაზი გაიჩეხა
პარლამენტში, აგრარულ საკითხთა და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომა, სადაც ყურძნის სარეალიზაციო ფასთან დაკავშირებით მსჯელობენ, კვლავ ხმაურის ფონზე მიმდიანრეობს. სიტყვა ითხოვა ერთ-ერთმა მევენახემ, რომელმაც განაცხადა, რომ წინა ხელისუფლების დროს არარენტაბელური ე.წ. ვაქირულა ჯიშის ვაზი გაიჩეხა და მის მაგივრად უნიკალური საფერავის ჯიშის ვაზი გაშენდა. ამასთან, მევენახემ უმრავლესობის დეპუტატებს მოუწოდა, აქციის პოლიტიზირებას ნუ ეცდებიან, რადგან მისი განმარტებით, ხალხი გაჭირვებამ შეკრიბა. "მინდა ზვიადს გამოვეხმაურო ვაზის გაჩეხვასთან დაკავშირებით. მეწარმეებიც დამეთანხმებიან, კახეთში გაიჩეხა არარენტაბელური ე.წ. ვაქირულა ჯიშის ვაზი. თურაშაულის პატრონი, ტყეში მაჟალოს ეძებდაო. ასე იყო ჩვენი საქმე. რა გვჭირდა ვაქირულა ჯიშის გაშენების, როცა გვაქვს უნიკალური საფერავის ჯიშის ვაზი და იმ ხელისუფლებამ იმ გლეხებს, რომლებიც იმ ვენახს კაჭავდნენ, წინასწარ გადაუხადა მომავალი წლის მოსავლის ფული, რომ იმ თანხით გაეშენებინათ ის რენტაბელური ვაზის ჯიშები. თქვენ ბრძანეთ, რომ თურმე "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატს არ ჰქონდა მორალური უფლება მომიტინგეებთან დამდგარიყო. მე მაქვს ასეთი ლეგიტიმური კითხვა-სად იყო თელავის მაჟორიტარი "ქართული ოცნების" დეპუტატი, რატომ არ იდგა ხალხის გვერდით?! იქ მოსულ ხალხთაგან აღმოჩნდა, რომ 80% "ქართული ოცნების" მხარდამჭერი იყო. ასე რომ, ნუ ეცდებით აქციის პოლიტიზირებას. ხალხი იქ მოიყვანა გაჭირვებამ და არა ვიღაცის აქტიურობამ. ჩვენი მოთხოვნილი 1 ლარი არაა ჩვენი ახირება. ნუთუ ის ზედმეტი 30 თეთრი, რომელსაც გლეხი ითხოვს დაღუპავს ქართულ მეღვინეობას?! მეღვინეობის განვითარება გლეხისთვის ფასის დაწევით კიარ უნდა სცადოთ, არამედ ხარისხიანი ღვინის წარმოებით, ეფექტიანი რეკლამის გაწევით და ახალი ბაზრის მოძიებით. რატომ გენანებათ 30 თეთრი. მოუხსენით 35 თეთრი კერძო მეწარმეებს და მეწარმეები კონკურენტიან ვითარებაში ჩააყენეთ",-განაცხადა ერთ-ერთმა მევენახემ. მევენახეები სახელმწიფოს მიერ ყურძენზე დაწესებული ფასის გაზრდას ითხოვენ. ამჟამად თეთრი ყურძნის ფასი 60 თეთრია, ხოლო საფერავი 85 თეთრი ღირს. სხდომას მევენახეებთან და დეპუტატებთან ერთად, ღვინის კომპანიის წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები ესწრებიან.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)