|
2015-09-15 17:31:29, 841 ნახვა
საზოგადოება
არჩილ ხაბაძე “Mercy Corps”-ის „მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამის“ წარმომადგენლებს შეხვდა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე არასამთავრობო ორგანიზაცია “Mercy Corps”-ის „მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამის“ წარმომადგენლებს შეხვდა. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი Mercy Corps-ის მიერ აჭარაში განხორციელებული პროექტების გაცნობა იყო. ორგანიზაცია სოფლის მეურნეობის მხარდასაჭერად ამ ეტაპზე ანხორციელებს ახალ პროექტს - „მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამა“. პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს სამ რეგიონში - ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და აჭარაში მეცხოველეობის სექტორის მდგრად საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის ხელშეწყობასა და ხორცის, რძისა და თაფლის პროდუქტების საწარმოოს განვითრებას და გაძლიერებას. პროგრამის განხორციელება 2014 წლის 1 მარტს დაიწყო და 2019 წლის 28 თებერვალს დასრულდება. პროგრამის ბიუჯეტი 7 მილიონ 181 ათასი შვეიცარიული ფრანკია და მას შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC) აფინანსებს. შეხვედრას ესწრებოდნენ: ჰელენ ბრადბერი - „მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამის“ ჯგუფის ხელმძღვანელი, გიორგი სადუნიშვილი - „მცირე კავკასიის ალიანსების ქვემო ქართლის პროგრამის“ მენეჯერი, ლელა ფუტკარაძე - „მცირე კავკასიის ალიანსების აჭარის პროგრამის“ მენეჯერი, მერაბ აბაშიძე - აჭარის ა.რ უმაღლესი საბჭოს აგრარული და თვითმმართველობის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, კახა შაშიკაძე - მთავრობის აპარატის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტი.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)