|
2015-09-15 20:17:10, 732 ნახვა
საზოგადოება
ღვინის მეწარმე: გლეხმა უნდა იზრუნოს, რომ მაღალხარისხიანი მოსავლიანობა გაზარდოს
კომპანია „თბილღვინოს“ წარმომადგენელი ზურა მარგველაშვილი სახლემწიფოს მხრიდან სუბსიდირებას წინა ხელისუფლების „ცუდ ფორმად“ აფასებს და ფიქრობს, რომ გლეხს და მეწარმეს ერთმანეთთან კავშირი პოლიტიკოსების გარეშე უნდა ჰქონდეთ. „ზოგადად სუბსიდირება არის ძალიან ცუდი ფორმა და დღეს თუ სახელმწიფო კეთილ ნებას იჩენს და აკეთებს სუბსიდირებას, ვფიქრობ ეს არის ძველი პერიოდის გადმონაშთი. რეალურად მინდა, პოლიტიკურ პარტიას გავემიჯნო, არავის პოზიციას არ ვაფიქსირებ. მევენახეობა წარმოუდგენელია მეღვინეობის გარეშე განვითარდეს და მეღვინეობა მევენახეობის გარეშე. ამიტომ, ყოველთვის შეიძლება მშრომელმა მევენახემ პოლიტიკოსების გარეშე და მედიის გარეშე აწარმოოს მოლაპარაკება ღვინის კომპანიასთან, და ნებისმიერი ასეთი აჟიოტაჟი ყოველთვის ძალიან ცუდ შედეგს იძლევა. უბედურება ქართული მეღვინეობის დაიწყო 2006 წელს, როდესაც რუსეთმა გამოაცხადა ემბარგო, ამის შემდეგ მოხდა ის, რომ ყურძნის ფასმა მნიშვნელოვნად დაიწია და მაშინ დაიწყო ხელისუფლებამ სუბსიდირება. თუ თქვენ გლეხის მზრუნველი ადამიანი ბრძანდებით, გირჩევთ მისცეთ გლეხებს საშუალება კომპანიებს თქვენს გარეშე დაელაპარაკონ, თქვენ მაინც ვერ მოგვალაპარაკებთ ვერასდროს. თქვენ კი სუბსიდიას იხდით, მაგრამ ფულს ჩვენ ვიხდით. საინტერესოა, რომ წინა ხელისუფლების დროსაც და ახლაც სუბსიდირება იყო მხოლოდ კახეთის გლეხობისთვის და იმერეთში, ქართლში არის მეღვინეობა განვითარებული და პოლიტიკოსებმაც და გლეხებმაც უნდა გაითვალისწინოთ , რომ ის ხალხი ასევე გლეხია და საქართველოს მოქალაქე და ამდენი წელია ხმას არ იღებს და არავინ სუბსიდიას არ უხდის“, - აღნიშნა მარგველაშვილმა. მარგველაშვილი შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალს გლეხის მიერ მაღალხარისხიანი მოსავლიანობის გაზრდაში ხედავს. „გამოსავალი რაშია?! - ეს არის მსოფლიო პრაქტიკა, რომელსაც ვერანაირად, თუნდაც პოლიტიკოსების ჩათვლით ვერ შევცვლით, გამოსავალი არის, გლეხმა უნდა იზრუნოს გაზარდოს მაღალხარისხოვანი ვენახის მასა , მოსავლიანობა. წელს უნდა იცოდეს, 2016, 2017 , 2018 წელს რა ეღირება მისი 1 კილო ყურძენი და მიდიოდეს ღვინის კომპანიებთან და გრძელვადიან ურთიერთობებზე ზრუნავდეს, ისე, როგორც ღვინის კომპანიები ზრუნავენ გრძელვადიან ურთიერთობაზე, რათა ყურძნის ფასი იყოს სტაბილური, ხარისხი იყოს მაღალი, ეს იძლევა იმის საშუალებას, რომ შემდგომ ვაწარმოოთ მაღალხარისხოვანი ღვინო სტაბილურ ფასად“, - განაცხადა ზურა მარგველაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)