„თავდაცვის სამინისტროს განცხადება არ მომეწონა“, –ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრად ნოდარ ხადური დაინიშნა და მოქმედი მინისტრი ოთარ დანელია მის პირველ მოადგილედ გადავიდა, ფინანსთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში კატეგორიულად უარყოფენ.
თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში ქართველი მებრძოლის ალექსანდრე გრიგოლაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, გუშინ გავრცელებული განცხადება, ოფიციალური გვერდებიდან „ფეისბუქიდან“ და MOD.GOV.GE-დან წაშალა.
თავდაცვის სამინისტროსთან მიმდინარე აქციაზე მოქალაქე არჩილ ხაჭაპურიძემ პროტესტის ნიშნად ვეტერანის მოწმობა დაწვა. ხაჭაპურიძემ ამ ფორმით უკრაინაში დაღუპული ქართველ სამხედროსთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადება გააპროტესტა.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More