|
2015-04-16 14:45:40, 375 ნახვა
პოლიტიკა
ანდრის ბერზინში: ლატვია მხარს უჭერს საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესს
ლატვია მხარს უჭერს საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესს და ამ პროცესთან მიმართებაში ლატვიას დადებითი პოზიცია აქვს, - ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტმა ანდრის ბერზინშიმ ქართველ კოლეგასთან გამართული შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ლატვიის პრეზიდენტმა აღნიშნა, გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრა ქართულ-ლატვიური მჭიდრო ურთიერთობების დასტური და ნათელი მაგალითი იყო. ანდრის ბერზინშის განცხადებით ლატვია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ნიშანდობლივია, რომ სწორედ ლატვია იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც მოხდა ხელშეკრულების რატიფიცირება. ამასთან, ლატვიის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ღირსეულად წარსდგება რიგის სამიტზე. გარდა ამისა, როგორც ანდრის ბერზინშმა აღნიშნა, ლატვია მხარს უჭერს საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესს და ამ პროცესთან მიმართებაში ლატვიას დადებითი პოზიცია აქვს. პრესკონფერენციაზე საქართველოსა და ლატვიის პრეზიდენტებმა ქართველი და ლატვიელი ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხეს, რომლებიც მაისში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტს, კერძოდ საქართველოს მოლოდინსა და ვიზა ლიბერალიზაციის პერსპექტივებს შეეხებოდა. ჟურნალისტები ასევე დაინტერესდნენ რეგიონში არსებული უსაფრთხოების საკითხებით და საქართველო-რუსეთის ურთიერთობებით.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)