|
2015-04-16 15:47:32, 445 ნახვა
პოლიტიკა
ასირიელი ქრისტიანებისთვის თავშესაფრის გადაცემის საკითხზე მსჯელობენ
დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე ასირიელთა ეროვნული კონგრესის პრეზიდენტს ხვდება. შეხვედრაზე ასირიელი ქრისტიანებისთვის თავშესაფრის გადაცემის საკითხი განიხილება. შესაძლოა, საქართველოში ბავშვების ჩამოყვანა და მათი ბანაკებში დასვენება მოხდეს. "ვიმსჯელებთ, რა შეგვიძლია ჩვენ გავაკეთოთ როგორც სამინისტროს, საზოგადოებას, თუნდაც ბავშვების მიმართ, თემა არის ასეთი, შესაძლოა მოხდეს განთავსება ქართველ ოჯახებში, ასევე ანაკლიაში ბანაკებში მათი შესაძლო დასვენება. გვინდა დეტალებით დავინტერესდეთ, რომ ვიყოთ მზად რაღაც ინიციატივებისთვის, რომელიც შემდეგ გაჟღერდება მთავრობის სხდომაზე და სხვადასხვა ფორუმზე და ჩვენ ამ ჟესტითა და მათი მოწვევით ხაზს ვუსვამთ ჩვენს მზადყოფნას, რომ შევისწავლოთ კარგად სიტუაცია, ავწონ-დავწონოთ ჩვენი რეალური ძალები და გადავდგათ კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები",-განაცხადა გელა დუმბაძემ "რუსთავი2"-თან საუბრისას.
გაეცანი საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებს მოსწავლეებისთვის - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
ბოკერია - რეჟიმს უნდა, გააგრძელოს საქართველოს უსაფრთხოების, მომავალი თაობის ხარჯზე გამდიდრება და ძალაუფლების შენარჩუნება საქართველოს მტრების ინტერესების სასარგებლოდ
პარტია „გახარია საქართველოსთვის“მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს, მათი საკითხი ნაციონალებისგან ცალკე საქმედ გამოიყოს
ოპოზიცია დასავლეთის ქვეყნების ელჩებს შეხვდნენ
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)