|
2015-04-16 11:29:36, 412 ნახვა
პოლიტიკა
ვენაში საქართველო-ევროკავშირის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროგრესი განიხილეს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გიგი გიგიაძის ხელმძღვანელობით, ვენაში, საქართველო-ევროკავშირის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) იმპლემენტაციის პროცესში ჩართული უწყებების წარმომადგენელთა ვიზიტი განხორციელდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის ფარგლებში საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმებისა და მიღწეული პროგრესის შესახებ ავსტრიის რესპუბლიკის შესაბამისი სტრუქტურებისათვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება და მათი სათანადო მხარდაჭერის მოპოვება. ავსტრიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა ფედერალურ სამინისტროში შეხვედრისას მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი განიხილეს და ამ კუთხით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებმა ავსტრიულ მხარეს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მოთხოვნებისა და ევროკავშირის სტანდარტების თანახმად ცალკეული მიმართულებით განხორციელებული საკანონმდებლო და ინსტიტუციონალური რეფორმების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მიგრაციის მართვის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის, დოკუმენტების უსაფრთხოების, საზღვრის გადაკვეთის რეგულაციებში შეტანილ ცვლილებებსა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. გარდა ამისა, ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის ინტეგრაციის და საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა შეხვედრა სამინისტროს გენერალურ მდივანთან მიხაელ ლინჰარდტთან. ავსტრიული მხარე დადებითად გამოეხმაურა საქართველო-ევროკავშირის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და ევროინტეგრაციის პროცესში ქართულ მხარეს შემდგომი მხარდაჭერა აღუთქვა. შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებისთვის აუცილებელი პროცედურების მიმდინარეობა, ასევე ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები. საქართველოს დელეგაციას წარმოადგენდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი შალვა კვინიხიძე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ივანე პაპიაშვილი, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის აღმასრულებელი მდივანი გიორგი ჯაში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა სამხარაძე.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)