09:00 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-16 13:32:21, 419 ნახვა

პოლიტიკა
უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მიზნით კანონში ცვლილება შედის

უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების,დანაშაულებრივი გზით ფულადი სახსრების (ქონების) ლეგალიზაციის აღკვეთის მიზნით „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონში ცვლილება შედის. 

კანონპროექტის ინიციატორი  საქართველოს მთავრობაა. 

როგორც მთავრობაში განმარტავენ, კანონპროექტის  შემუშავების  მიზეზს „დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების გათეთრების, მოძიების, ამოღების და კონფისკაციის და ტერორიზმის დაფინანსების შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის“ მოთხოვნების შემდგომი იმპლემენტაციის აუცილებლობა წარმოადგენს.

კანონპროექტის  ავტორის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის განმარტებით, კონვენციის მონაწილე ქვეყნები აღიარებენ, რომ მიზნის მისაღწევად საერთაშორისო თანამშრომლობის კარგად ფუნქციონირებადი სისტემა უნდა შეიქმნას  და აუცილებელია გადაუდებელი ზომების მიღება, რათა  ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ღონისძიებათა ხელშეწყობა მოხდეს. კონვენციაში გათვალისწინებულია მონაწილე ქვეყნის ვალდებულება რომ „ფინანსური დაზვერვის სამსახურის“ ან ნებისმიერი სხვა კომპეტენტური ორგანოს მეშვეობით  საეჭვო გარიგებების შეჩერება ან შეზღუდვა განხორციელდეს.

პროექტის თანახმად, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უფლებამოსილება  მიენიჭება უცხო ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს დასაბუთებული წერილობითი მიმართვის საფუძველზე (ნაცვალგების პრინციპით), მონიტორინგის განმახორციელებელ პირს წერილობითი ან ზეპირი მითითება მისცეს ან საეჭვო გარიგების შესახებ ვარაუდის არსებობისას, უცხო ქვეყნის შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს გარიგების (ოპერაციის) შეჩერების ან/და პროფესიული მომსახურების შეზღუდვის თხოვნით თავად მიმართოს.

წარმოდგენილ კანონპროექტში ასევე გათვალისწინებულია ცვლილება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებების შედეგად ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის მიყენებული მატერიალური ზიანი სახელმწიფო ბიუჯეტიდან, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა ანაზღაურდეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინმა „აღდგომის ზავი“ გამოაცხადა
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics