|
2015-04-15 18:33:23, 476 ნახვა
პოლიტიკა
შს მინისტრი აშშ-ის ეროვნული ბირთვული უსაფრთხოების სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის ბირთვული უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის (NNSA) ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის მაღალი დონის დელეგაციას შეხვდა. შსს-ს ინფორმაციით, მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს შსს-ს შესაძლებლობები ბირთვული და რადიაციული გაუვრცელებლობის კუთხით და ისაუბრეს აშშ-ის მხარდაჭერის პროგრამებზე; შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ქართულ-ამერიკული მხარეების ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგები. კერძოდ, ამერიკული მხარის თანამშრომლობის შედეგად, ყველა საერთაშორისო სასაზღვრო გამშვებ პუნქტში დამონტაჟდა რადიაციული კონტროლის აღჭურვილობა და შსს-ს გადმოეცა მეორადი ინსპექტირების ხელის მოწყობილობები; მოწოდებულ იქნა სტაციონარული აღჭურვილობა (100-ზე მეტი რადიაციული პორტალური მონიტორი), მობილური აღმომჩენი ტექნოლოგია, ხელის აპარატურის ჩათვლით (პერსონალური რადიაციული დეტექტორები, რადიაციის კონტროლის მოწყობილობები და რადიოაქტიური იზოტოპის საიდენტიფიკაციო მოწყობილობები – მთლიანობაში 250 ერთეული); აღნიშნული აპარატურა განკუთვნილია ბირთვული და სხვა რადიოაქტიური მასალის უკანონო მოძრაობის გამოვლინებისა და სათანადო რეაგირებისთვის. უწყების ცნობით, მომზადდნენ შსს-ს სპეციალისტები და სერტიფიცირებული ინსტრუქტორები. შემუშავდა საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი სგპ-ში რადიაციული კონტროლის წარმოების შესახებ და განისაზღვრა უწყებათშორისი კომპეტენციები. ჯამში, პროგრამის ბიუჯეტმა 40 მილიონი დოლარი შეადგინა. პროგრამის დასრულების შემდგომ, შესაძლებელი იქნება ტრანსსასაზღვრო სატრანსპორტო მოძრაობის 98%-ის სკრინინგი ბირთვული და ნორმატიული კონტროლის ფარგლებს მიღმა არსებული რადიოაქტიური მასალების გამოვლინების მიზნით. აშშ-ის დელეგაციას, ენერგეტიკის დეპარტამენტის ბირთვული უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის (NNSA) ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის (DNN) ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე დევიდ ჰუიზენგა ხელმძღვანელობდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოში აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)