„ვისურვებდი, რომ პოლიცია, მათ შორის ინტერპოლი არ დაემსგავსოს სტრასბურგის სასამართლოს, რომელიც აქცენტებს უფრო ადამიანის უფლებებზე აკეთებს, ვიდრე დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაზე“, -ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს ყოფილი მაღალჩინოსნის დავით კეზერაშვილის ძებნილთა სიიდან ამოღებასთან დაკავშირებით განუცხადა.