|
2016-04-08 12:30:49, 343 ნახვა
პოლიტიკა
ჯანელიძე: ლიტვის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა
საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ლიტვის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა. ამის შესახებ ჯანელიძემ ლიტვის რესპუბლიკაში ვიზიტის დასასრულს განაცხადა. როგორც ჯანელიძემ აღნიშნა, საქართველოსა და ლიტვას შორის ურთიერთობები ძალიან ფართ "საქართველოსა და ლიტვას შორის ურთიერთობები მოიცავს ძალიან ფართო სპექტრს როგორც ორმხრივ დონეზე, ასევე რეგიონულ და საერთაშორისო ფორმატებში. ორმხრივი კომისიის ფარგლებში ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა ყველა ეს მიმართულება განგვეხილა. კიდევ ერთხელ დადასტურდა ლიტვის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გავიზიაროთ ის გამოცდილება, რომელიც ლიტვას გააჩნია ამ მიმართულებით. მათ დაახლოებით ის პროცესი გაიარეს, რასაც საქართველო ახლა გადის და ისინი მზად არიან, როგორც პოლიტიკური, ასევე ექსპერტული დახმარება გაგვიწიონ და ჩვენთან ერთად იმუშაონ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მიღწევაში" _ განაცხადა მინისტრმა ლიტვაში ვიზიტის შეფასებისას. ვიზიტის ფარგლებში იგი შეხვდა ლიტვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ალგიდრას ბუტკევიჩიუს, ლიტვის სეიმის სპიკერს, ლორეტა გრაუჟინიენს და ლიტვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ლინას ლინკევიჩიუს. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ლიტვა-საქართველოს ერთობლივი კომისიის სხდომა. ვიზიტის დასასრულს მინისტრმა წაიკითხა საჯარო ლექცია ვილნიუსის უნივერსიტეტში. ვილნიუსში გამართულ ოფიციალურ შეხვედრებზე კიდევ ერთხელ დადასტურდა ლიტვის, როგორც საქართველოს მეგობარი ქვეყნის, მტკიცე მხარდაჭერა ყველა მიმართულებით. მან კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა ლიტვურ მხარეს ქართველი სტუდენტებისთვის გამოყოფილი სტიპენდიებისთვის, რომლის საშუალებითაც ისინი უმაღლეს განათლებას ლიტვაში ეუფლებიან. მინისტრის შეფასებით, ეს გახლავთ ლიტვის მთავრობის მხრიდან საქართველოსადმი გამოხატული მხარდაჭერის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითი. ვიზიტის ფარგლებში კიდევ ერთხელ აღინიშნა ლიტვის სრული მხარდაჭერა ვიზალიბერალიზაციის პროცესისადმი. ლიტვის აღმასრულებელმა და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენელებმა ხაზი გაუსვეს ამ პროცესის დროულად დასრულების მნიშვნელობას. "ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულება ხელშემწყობი ფაქტორი იქნება, როგორც ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის, ჩვენი ევროპული ინტეგრაციის პროცესისათვის, ასევე მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ბიზნესმენებისთვის, რომლებიც უფრო მარტივად შეძლებენ გადაადგილდნენ ევროპაში, დაამყარონ საქმიანი კონტაქტები და განავითარონ ბიზნესი. უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ასევე ხელს შეუწყობს საქართველოს ხალხთაშორის კონტაქტებს" _ განაცხადა მინისტრმა. ვიზიტის ფარგლებში ლიტვისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოინახულეს მე-17 საუკუნის პაჟაისლისის მონასტერი, სადაც 1907-1918 წლებში მსახურობდა საქართველოს პირველი კათალიკოს-პატრიარქი, კირიონ მეორე. მინისტრებმა მონასტერს საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული, კირიონ მეორის ფონდში არსებული, ლიტვის მონასტერთან დაკავშირებული უნიკალური ხელნაწერების ასლები გადასცეს.
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)