|
2016-04-08 09:50:40, 385 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: არჩევნების თარიღის შეცვლას არ ვაპირებთ
საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თარიღი არ შეიცვლება. გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განმარტა, თუ რატომ მიიღეს არჩევნების 8 ოქტომბერს ჩატარების გადაწყვეტილება: „ რატომ 8 ოქტომბერი, ამაზე ვიმსჯელეთ. მოგეხსენებათ, მაჟორიტარული არჩევნების შემთხვევაში შესაძლოა, გაიმართოს მეორე ტურები. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ოქრტომბრის ბოლოსთვის გადავწევდით ამ თარიღს, დაახლოებით 1 თვე ჭირდება მეორე ტურამდე მისვლას და შესაძლოა, ეს იყოს მაღალმთიანი რაიონების შემთხვევაში პრობლემა თივითონ საარჩევნო უბნებთან მისვლის კუთხით. ამიტომ, ელემენტარული ტექნიკური არგუმენტების გამო, ჩენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს ყოფილიყო 8 ოქტომბერი“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, ჯერ მხოლოდ მიღებულია პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართოს და კონსულტაციების შედეგად მიიღებენ გადაწყვეტილებას იმის შესახებაც, თუ როდიდან ამოქმედდება წინასაარჩევნო რეჟიმი: „დღეს მიმდინარეობს მსჯელობა ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით, ჩართულია ცესკო მსჯელობაში და კონსულტაციების შედეგად მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ როდის გამოვაქვეყნებთ ამ გადაწყვეტილებას, როდიდან ჩაირთვება ე.წ. მრიცხველი ფინანსურ ხარჯებთან დაკავშირებით. არ შეიძლება ქვეყანამ 7-8 თვე იცხოვროს წინასაარჩევნო რეჟიმში, საარჩევნო კამპანიის რეჟიმში, ეს ძალიან ჩვეულებრივი საკითხებია და აქ არანაირი ველი დამატებითი მსჯელობისთვის არ არსებობს. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, წინასწარ გამოცხადებული, რომ არჩევნები იქნება 8 ოქტომბერს. ამ თარიღის შეცვლას არ ვაპირებთ, რადგან სერიოზული მსჯელობის და აწონ-დაწონის შემდეგ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული.დანარჩენი საკითხების შესახებ განცხადებები გაკეთდება ალბათ უკვე ადმინისტრაციების მხრიდან, თუ რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული იურიდიული და ტექნიკური ფორმის შესახებ. ამიტომ მინდა, რომ ამ საკითხს ამ კომენტარით წერტილი დავუსვათ“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. პრეზიდენტის განკარგულებების მიხედვით, მორიგი საპარლამენტო არჩევნები და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერს გაიმართება. ეს განკარგულება ძალაში 2016 წლის 8 აგვისტოდან შევა.
სახალხო დამცველის აპარატი: გიორგი ფეიქრიშვილს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს
არეულობები ბარსელონაში - 128 ადამიანი დააკავეს, ათობით მაღაზია დაზიანდა
ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ მისი შვილის საკანში ვატო ყიფიანი შევიდა - პენიტენციური ფაქტს უარყოფს - ვიდეო
ფიგურული ციგურაობაში მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრანპრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)