|
2016-04-08 13:12:26, 484 ნახვა
პოლიტიკა
შალვა თადუმაძე: არგუმენტი, რატომ არ უნდა დაინიშნოს არჩევნები 8 ოქტომბერს, არავის აქვს
მთავრობის საპარლამენტო მდივნის შალვა თადუმაძის განცხადებით, არგუმენტი იმისა, თუ რატომ არ უნდა დაინიშნოს არჩევნები 8 ოქტომბერს, არც არასამთავრობო ორგანიზაციებს და არც სხვა სფეროს წარმომადგენლებს არ აქვთ. მისივე განმარტებით, იურიდიულ და ტექნიკურ უზრუნველყოფაზე ყველა დაინტერესებულ პირთან კონსულტაციები მიმდინარეობს. „როგორც მოგეხსენებათ, პრემიერმინისტრსა და პრეზიდენტს შორის გაიმართა კონსულტაცია, რის შედეგადაც მიღებულ იქნა პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 8 ოქტომბერს. ამის ტექნიკურ და იურიდიულ უზრუნველყოფას მოვახდენთ იმ კონსულტაციების შემდეგ, რომელიც მიმდინარეობს, როგორც მთავრობის ადმინისტრაციას, ისე პრეზიდენტის ადმინისტრაციას, პარლამენტსა და ცესკო-ს შორის. შესაბამისად, არგუმენტი იმისა, რომ 8 ოქტომბერს არ უნდა დაინიშნოს არჩევნები, არც არასამთავერობოებს გააჩნია, არც სხვა სფეროს წარმომადგენლებს, რომლებსაც განსხვავებული აზრი აქვთ. უბრალოდ აქ არის საკითხი იურიდიულ და ტექნიკურ უზრუნველყოფაზე. ამ მიმართულებით მიმდინარეობს ყველა დაინტერესებულ პირთან კონსულტაციები“, -განაცხადა თადუმაძემ. მისივე თქმით, წინასაარჩევნო კამპანიის თარიღი ვერ შეიცვლება: „იქიდან გამომდინარე, რომ საარჩევნო კოდექსი ამბობს იმ მინიმუმს, რომელიც უნდა იყოს და ეს არის არაუგვიანეს 60 დღისა“, - განაცხადა თადუმაძემ და დასძინა, რომ კონტრასიგნაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება 10 დღის განმავლობაში იქნება მიღებული. პრეზიდენტის განკარგულებების მიხედვით, მორიგი საპარლამენტო არჩევნები და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერს გაიმართება. ეს განკარგულება ძალაში 2016 წლის 8 აგვისტოდან შევა.
სახალხო დამცველის აპარატი: გიორგი ფეიქრიშვილს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს
არეულობები ბარსელონაში - 128 ადამიანი დააკავეს, ათობით მაღაზია დაზიანდა
ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ მისი შვილის საკანში ვატო ყიფიანი შევიდა - პენიტენციური ფაქტს უარყოფს - ვიდეო
ფიგურული ციგურაობაში მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრანპრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)