18:28 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-08 14:24:07, 386 ნახვა

პოლიტიკა
სუბარი: ირაკლი სესიაშვილს მოვუსმინე და გაოცებული დავრჩი

 „მოვუსმინე ირაკლი სესიაშვილს და სიმართლე გითხრათ ცოტა გაოცებული დავრჩი, მე არ ვიცი რა 80%-ზეა საუბარი, დაპირებების აბსოლუტური უმრავლესობა არის შესრულებული”,-ასე გამოეხმაურა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი დეპუტატ ირაკლი სესიაშვილის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ დაპირებების 80% შესრულებულია, ხოლო დანარჩენ 20%-ს არჩევნებამდე ამოწურავენ.

„მითუმეტეს იმ ფონზე, რაც ხდება, როცა ქვეყნის ირგვლივ მართლაც ამდენი ომია, ამდენი საომარი კონფლიქტი დაიწყო და ასეთი ეკონომიკური დაცემაა, საქართველო აგრძელებს სტაბილურ განვითრებას, საქართველომ მოახერხა, რომ ამ ხნის განმავლობაში კონფლიქტის წარმოშობის მცირედი ნაპერწკალიც არ ყოფილა, პირველი შემთხვევაა, როდესაც თითქმის სამნახევარი წელი გავიდა ისე, რომ არ ყოფილა არც ერთი სროლა, არც ერთი მკვლელობა სასაზღვრო რაიონებზე, გრძელდება სამწუხაროდ ის ბორდერიზაციის პროცესი, რომელიც მრავალი წლის წინ არის დაწყებული და ეს პროცესი ბუნებრივია ვერ შევაჩერეთ, მაგრამ ამის შეჩერებას ძალიან დიდი ხნის ძალისხმევა და საერთაშორისო ძალისხმევა სჭირდება, სხვამხრივ, შემიძლია ვთქვა, რომ დღეს პროექტების აბსოლუტური უმრავლესობა სრულდება, მოხდა ჰუმანიზაცია ხელისფულების, მოხდა ხელისუფლებისა და საზოგადოების დიალოგის ისეთ დონემდე აყვანა,რაც არ ყოფლა საქართველოს ისტორიაში არასდროს, მოხდა ადამიანის პრიორიტეტიზაცია ყველა პროექტში, იქნება ეს ჯანდაცვა, თუ თვითმმართველობის რეფორმა, თუ სხვა, ასეთი რეფორმატორული მთავრობა თამამად შემიძლია ვთქვა, არ ყოფილა.

ვერც ერთმა მთავრობამ ვერ გაბედა, რომ საქართველოში თვითმმართველობის რეფორმა განმეხორციელებინა, მეტსაც გეტყვით, ის, რაც იყო შევარდნაძის პერიოდში, რა უფლებებიც ჰქონდათ თვითმმართველობას, წართმეული იქნა წინა ხელისუფლების პირობებში და ჩვენ ამ მხრივ გავატარეთ უსერიოზულესი რეფორმა და იგივე შემიძლია ვთქვა სხვა მიმართულებითაც”, - განაცხადა სოზარ სუბარმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics