18:28 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-08 17:49:31, 441 ნახვა

პოლიტიკა
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა თამარ ლალიაშვილს მხარი დაუჭირა, ნონა თოდუას კი - არა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ კანდიდატებს მოუსმინეს.  კანდიდატები - თამარ ლალიაშვილი და ნონა თოდუა, კომიტეტს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა წარუდგინა. მომხსენებელმა სასამართლოს წევრობაზე დასახელებული კანდიდატების ბიოგრაფიული ცნობები წარმოადგინა და მათ საგანმანათლებლო და სამუშაო პრაქტიკაზე ისაუბრა.

საკითხის განხილვა უშუალოდ კანდიდატების მოსმენით გაგრძელდა. თამარ ლალიაშვილმა და ნონა თოდუამ იმ მიზნებსა და ამოცანებზე ისაუბრეს, რასაც ისინი უზენაესი სასამართლოს წევრად არჩევის შემთხვევაში განახორციელებენ. ორივე კანდიდატმა მათზე გამოცხადებული ნდობის მნიშვნელობაზე ისაუბრა, ყურადღება ასევე გამახვილდა სასამართლო სისტემაში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზეც.

„სასამართლოს დამოუკიდებლობის გაზრდა სამართლებრივი სახელმწიფოს ქვაკუთხედია. ვერცერთი ხელისუფლება მოსახლეობის ნდობას ვერ მოიპოვებს თუ არ იქნება სამართლიანი სასამართლო, რომელსაც სწორედ ღირსეული და პროფესიონალი მოსამართლეები ქმნიან“, - აღნიშნა თამარ ლალიაშვილმა.

ნონა თოდუას ინფორმაციით, დღევანდელ დღემდე  მას ორჯერ, მინდია უგრეხელიძის და ლადო ჭანტურიას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის პერიოდში, უკვე ჰქონდა შეთავაზება უზენაესი სასამართლოს წევრობაზე, თუმცა გამოუცდელობის და პრაქტიკის არ ქონის გამო, აღნიშნულ შეთავაზებებზე უარი განაცხადა. მისივე განცხადებით, თეორიული ცოდნის და გამოცდილების მიღების შემდეგ, იგი დღეს მზადაა აიღოს ის პასუხისმგებლობა, რასაც მოსამართლის მანტია ითვალისწინებს. მოსამართლეობის კანდიდატებმა კომიტეტის წევრების შეკითხვებსაც უპასუხეს, რომლის შემდეგაც ფარული კენჭისყრა მოეწყო.

კენჭისყრის შედეგად კომიტეტმა თამარ ლალიაშვილზე დადებითი (6 მომხრე, 2 ბათილი), ხოლო ნონა თოდუაზე უარყოფითი (5 მომხრე, 2 ბათილი, 1 წინააღმდეგი) დასკვნა მიიღო.

როგორც სხდომის წამყვანმა, კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გედევან ფოფხაძემ განმარტა, მიუხედავად კომიტეტზე მიღებული გადაწყვეტილებისა ორივე კანდიდატის საკითხის განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოხდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics