მარგველაშვილი: თუ საზოგადოებას დააჯერებენ, რომ პრეზიდენტი „ნაციონალებთან“ შეკრულია, ამით „ნაციონალურ მოძრაობას“ გააძლიერებენ
„თუ საზოგადოებას დააჯერებენ, რომ პრეზიდენტი „ნაციონალებთან“ შეკრულია, ამით „ნაციონალურ მოძრაობას გააძლიერებენ“,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მაესტროს „ცხრიანში“ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მის მიმართ გამოთქმული კრიტიკის შეფასებისას განაცხადა.