11:37 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
მარგველაშვილი: მე არ ვარ დალხენილი ქვეყნის პრეზიდენტი, მაგრამ ეს ვალდებულება მეამაყება და გავაგრძელებ კიდეც ამ სამსახურს

მე არ ვარ დალხენილი და კარგად მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი,მაგრამ ეს ფუნქცია, ეს ვალდებულება მომწონს, მეამაყება და გავაგრძელებ კიდეც ამ სამსახურს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აშშ-ში ქართულ დიასპორასთან შეხვედრაზე განაცხადა.

 

გიორგი მარგველაშვილი ჯონ მაკკეინს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი შეერთებული შტატების სენატში არიზონას შტატის სენატორ ჯონ მაკკეინს შეხვდა.

 

დავით უსუფაშვილი: კიდევ ბევრი კარგი წელი იქნება წინ

„გილოცავთ ამ ამბავს და კიდევ ბევრი კარგი წელი იქნება წინ“,-ასე შეაფასა „ქართული ოცნების“  ხელისუფლებაში ყოფნის სამი წელი პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა.

 

საგარეო უწყება - ევროპელი დიპლომატები ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესს აღიარებენ

გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ნიუ-იორკში საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროების პოლიტიკურ დირექტორებს შეხვდა.

კალაძე: 1ოქტომბერი საქართველს ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება

„1ოქტომბერი საქართველს უახლეს ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება“- ასე აფასებს ვიცე-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე მოქმედი ხელისუფლების სათავეში მოსვლიდან მეოთხე წლისთავს.

მარგველაშვილი: ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ საქართველოში არიან პოლიტიკური პატიმრები

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოში პილიტიკური პატიმრები არ არიან, თუმცა არიან მსჯავრდებულები, რომლებსაც პოლიტიკური წარსული ჰქონდათ.

გიორგი მარგველაშვილი ვაშინგტონში NDI-ს ხელმძღვანელებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი  გიორგი მარგველაშვილი  ვაშინგტონში  ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ხელმძღვანელებს შეხვდა.

გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენთვის სულისშემძვრელია ის საფრთხე, რასაც კუნძულოვანი სახელმწიფოები განიცდიან

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების ინიციატივით, გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

გიორგი მარგველაშვილი ამერიკის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის წევრებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის წევრებს შეხვდა.

 

გიორგი კვირიკაშვილი გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრა გამართა გაერო უმაღლეს კომისართან ლტოლვილთა საკითხებში (UNHCR) ანტონიო გუტიერეშთან.

გიორგი მარგველაშვილი: პოლიტიკაში ვიყავი, ვარ და იმედი მაქვს დავრჩები

„მე პოლიტიკაში ვიყავი, ვარ და იმედი მაქვს აქტიურ პოლიტიკაში დავრჩები“,-ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კითხვას, რომელიც მის სამომავლო გეგმებს ეხებოდა. 

„ნაციონალური მოძრაობის“ მტკიცებით, დავით საგანელიძის ხელფასი თვეში 28 ათასს შეადგენს

„ერთიან ნაციონალური მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის ხელფასი თვეში 28 ათას ლარს შეადგენს. ამ მონაცემს არ ადასტურებს თავად დავით საგანელიძე. იგი განმარტავს, რომ მისი ხელფასი ყოველ თვიურად 21 000 ლარია. 

კახა კახიშვილმა და კრისტიან ურსემ N16 დაწესებულება მოინახულეს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე ახლგახსნილ N 16 პენიტენციურ დაწესებულებას ესტუმრნენ. 

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი სილეზიის სავოევოდოს დელეგაციას შეხვდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე, მოადგილეებთან ლევან გორგილაძესთან და ზურაბ თენიეშვილთან და ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელ მანანა ფაღავასთან ერთად სილეზიის სავოევოდოს დელეგაციას შეხვდა.

 

ვოლსკი წიკლაურს: ე.წ. დესანტის წევრები თქვენი სასიქადულო წარმომადგენლებიც არიან, რომლებსაც მეტი კონტაქტები აქვთ

"ე.წ. დესანტის წევრები არიან თქვენი სასიქადულო წარმომადგენლებიც, რომლებსაც გაცილებით უფრო მეტი ნაცნობი წრე, კონტაქტები აქვთ და საკმაოდ ორგანიზებული პარტიული ორგანიზაცია - "სახალხო პარტია" უჭერს მხარს",- ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი უმცირესობის წევრ ნუგზარ წიკლაურს, რომელმაც სტრასბურგში მყოფ საქართველოს დელეგაციას დესანტი უწოდა

მიხეილ სააკაშვილი: სამწუხაროდ, პრეზიდენტ ობამას მიერ საქართველოს ტერიოტორიების საკითხი არ გაჟღერებულა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი CNN-ის ეთერის საშუალებით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ობამას და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაგეგმმილ შეხვედრას გამოეხმაურა.

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics