|
2016-05-09 14:40:23, 573 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილი: პაატა ზაქარეიშვილის ამ განცხადების გამო, გული მტკივა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებას, რომ მას დეპუტატ თამაზ მეჭიაურის განცხადებებზე "ქართული ოცნების" დუმილი აკვირვებს, არაობიექტურსა და ნაჩქარევს უწოდებს. პრემიერის თქმით, ის პაატა ზაქარეიშვილის ამ განცხადების გამო, ძალიან წუხს. „ მაკვირვებს პაატა ზაქარეიშვილის განცხადება, რადგან ეს არის აბსოლუტურად არაობიექტური განცხადება. ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობის, მათ შორის პარლამენტარების მხრიდან გაკეთდა არაერთი განცხადება და საქართველოს მთავრობა გამოხატავს „ქართული ოცნების“ ნებას, პრიორიტეტებს. ვფიქრობ, რომ მთავრობის წევრის მხრიდან, მითუმეტეს არაობიექტური კრიტიკა მმართველი ძალის, ძალიან გასაკვირი და მიუღებელია. ძალიან გული მტკივა ამ განცხადების გამო. დიდ პატივს ვცემ პაატა ზაქარეიშვილს, მაგრამ მისი განცხადება, ჩემი აზრით, იყო ნაჩქარევი და ობიექტურობას დაშორებული“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. შეგახსენებთ, პაატა ზაქარეიშვილის თქმით, მისთვის გაუგებარია "ქართული ოცნების" წევრთა დუმილი თამაზ მეჭიაურის განცხადებაზე, რომ ქართულ-ამერიკულ წვრთნებთან დაკავშირებით, თავდაცვის მინისტრისა და პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები საფრთხეს შეიცავს. „გამორიცხულია ჩვენ ვიხილოთ 2008 წლის შესაბამისი მოვლენები, რადგან ქართული მხარე პროვოკაციებს არ აჰყვება. მაგრამ რაც შეეხება მის შეფასებას, ეს არის ყოვლად მიუღებელი, რადგან შარშან სწორედ ამ დროს ჩატარდა ამ ტიპისვე წვრთნები და ადრეც ტარდებოდა და მაშინ რატომღაც ხმა არ ამოუღია ბატონ მეჭიაურს. ბატონი მეჭიაური თავისთავად მარტო, როგორც ადამიანი კი არა, არაფერი არაა, ჩემთვის მნიშვნელოვანია "ქართული ოცნება" ამას როგორ უყურებს, "ქართული ოცნების" დუმილი უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის, ვიდრე ბატონი მეჭიაურის ესა თუ ის განცხადება,“- განმარტა ზაქარეიშვილმა.
თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს ₾1 025 719-ის მიწის ნაკვეთებს – 13 პირს ბრალი წარედგინა
საქართველოს ბანკთან პარტნიორობით მცხეთაში მულტიფუნქციური ტურისტული და საცხოვრებელი კომპლექსი შენდება
ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი მარია კორინა მაჩადო ვენესუელაში დაბრუნდა
ვორონეჟში, დრონების თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 17 დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)