15:40 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-09 14:18:04, 529 ნახვა

პოლიტიკა
კვირიკაშვილი: თამაზ მეჭიაურის განცხადება აბსოლუტურად აცილებულია

ბატონი თამაზის განცხადება არის აბსოლუტურად აცილებული იმ საგარეო პოლიტიკურ კურსს, რომელიც "ქართულ ოცნებას“ აქვს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დეპუტატ თამაზ მეჭიაურის განცხადებას ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, დასანანია, რომ მეჭიაურის განცხადებები მთავრობის პოლიტიკურ პრიორიტეტს არ გამოხატავს.

"დიდი სინანულით უნდა ვთქვა, რომ ბატონი თამაზის განცხადება არის აბსოლუტურად აცილებული იმ საგარეო პოლიტიკურ კურსს, რომელიც "ქართულ ოცნებას“ და საქართველოს მთავრობას აქვთ და რომელიც თავის მხრივ, "ქართული ოცნების“ კურსის გამომხატველია. ძალიან დასანანია, რომ ბატონი თამაზის განცხადებები არ გამოხატავს საქართველოს მთავრობის და "ქართული ოცნების" საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტს”, - განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამაზ მეჭიაურმა განაცხადა, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გარეშე არ მოხდება. როგორც მან აღნიშნა, დღევანდელი მოცემულობით საქართველოს ნატო-ში არავინ მიიღებს, რადგან რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებას ყველა გაურბის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics