გიორგი მარგველაშვილი: შეწყალების მექანიზმის პოლიტიკურ კონტექსტში განხილვას არ დავუშვებ
„შეწყალების მექანიზმი იყო და რჩება სახელმწიფოს ჰუმანურ ფუნქციად, მის პოლიტიკურ კონტექსტში განხილვას არ დავუშვებ“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ნიუ-იორკში, ყოფილი მაღალჩინოსნების გიგი უგულავას, ვანო მერაბიშვილის და ბაჩო ახალაიას, შესაძლო შეწყალებასთან დაკავშირებით განაცხადა.