15:39 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-09 14:39:47, 588 ნახვა

პოლიტიკა
დავით ზურაბიშვილი: ნარმანიასთვისვეა ცუდი, თუ საკრებულოში არ მოვა

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - რესპუბლიკელების“ წევრი დავით ზურაბიშვილი, ბოტანიკური ბაღისა და მისი მიმდებარე  ტერიტორიის გასხვისების საკითხთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერის მიერ საკრებულოში მისვლაზე უარის თქმას გამოეხმაურა.

როგორ ზურაბიშვილმა "ექსპრესნიუსს" განუცხადა, საზოგადოებრივად მაღალი ინტერესის მქონე საკითხთან დაკავშირებით, მერს საკრებულოს მიერ დაბარება არც უნდა სჭირდებოდეს, ხოლო დაბარების შემთხვევაში, ის ვალდებულია, საკრებულოს წინაშე შესაბამისი ახსნა-განმარტება გააკეთოს:

"არც უნდა სჭირდებოდეს მერს დაბარება.  უნდა მიდიოდეს და აბარებდეს საკრებულოს ანგარიშს მანამ, სანამ ატყდება ამბავი, მაგრამ, თუკი საკრებულოს წევრები იბარებენ, ის ვალდებულია, მივიდეს. საკრებულო არის ის ორგანო, რომელიც აკონტროლებს მერიის საქმიანობას. ის საკრებულოს წევრი არ მომწონს, ის  მომწონს, ამიტომ არ მივალ, იმიტომ არ მივალ, ეს მიზეზი არ არის. უნდა გააკეთოს შესაბამისი ახსნა-განმარტება. ძალიან ცუდია, არაფერი კარგი იმაში არ არის, რომ მერი არ მიდის საკრებულოში. ესე იგი, ეს ნიშნავს იმას,  რომ არ არის გაცნობიერებული კარგად, საკრებულოს რა მნიშვნელობა აქვს და საერთოდ  რა ფუქნციები აქვს. ბუნევრივია, ამას ჩვენ ვერ შევხედავთ მაინცდამაინც შემწყნარებლურად.

ცხადია, ჩვენც მოვითხოვთ, რომ ის მივიდეს საკრებულოში და რაღაცნაირად ამ აქტუალურ საკითხზე შესაბამისი ახსნა-განმარტება მისგან მოვისმინოთ.მისი პოზიციაც მოვისმინოთ. ამ საკითხიდან თავის არიდება არ გამოვა. მისთვისვეა ცუდი, თუ არ მოვა", - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიის 29 ჰექტარის პრივატიზებასთან დაკავშირებით, კითხვები თავადაც აქვს:

"შეკითხვები ბუნებრივია, ისმის. გვაქვს კითხვები 29 ჰექტარის პრივატიზებაზე, რომელიც საკრებულოს ეხებოდა უშუალოდ. იმიტომ, რომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ზომის შეცვლაზე და იქ უნდა  ყოფილიყო გზა გაყვანილი და ეს გზა აღარ გავიდა. დაიწყო სამუშაოები, გამოიყო ფული და შემდეგ უცბად გამოგვიცხადეს, რომ გზა სხვაგან გავა და უცებ გაიტანეს აუქციონზე. ეს, რასაკვირველია, ძალიან სერიოზულ ეჭვებს იწვევს, რომ აქ თავიდანვე სხვა რაღაც იყო გამიზნული, ამიტომ აქაც ველოდებით გარკვეულ ახსნა-განმარტებებს. ამას დადებითად ვერანაირად ვერ შევხედავთ", - განუცხადა დავით ზურაბიშვილმა "ექსპრესნიუსს".

შეგახსენებთ, ბოტანიკური ბაღის მიმდებარე 29 ჰექტარი მიწის ტერიტორია 6 326 495 ლარად, გაიყიდა.

აუქციონში მხოლოდ ერთი სუბიექტი - თანაინვესტორების ფონდი მონაწილეობდა, რომელმაც ფასი მხოლოდ ერთხელ შესთავაზა და მიწის ნაკვეთი საბოლოოდ შეთავაზებულ ფასად გაიყიდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით,  სამოქალაქო აქციებიცაა დაგეგმილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
მიხეილ სააკაშვილი: სპონტანური საპროტესტო აქციები რეჟიმისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics