გაერო-ს გენერალური ასამბლეის 70–ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო უსაფრთხოებაში საქართველოს მიერ შეტანილ წვლილზე. მისი თქმით, საქართველომ არაერთხელ დაადასტურა, რომ მზად არის, უსაფრთხო საერთაშორისო გარემოს უზრუნველსაყოფად გასცეს იმაზე მეტი, ვიდრე მოეთხოვება.