13:37 - 26 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-09 16:40:24, 555 ნახვა

პოლიტიკა
ბერძენიშვილი: პრემიერი ფორმალურად კი არ უნდა ემიჯნებოდეს მეჭიაურს, არამედ გარიცხული უნდა იყოს პარტიიდან

„ის ფორმალურად კი არ უნდა ემიჯნებოდეს მეჭიაურს, მეჭიაური გარიცხული უნდა იყოს პარტიიდან“, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარემ დავით ბერძენიშვილმა  პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც ბერძენიშვილმა აღნიშნა, მეჭიაურმა მყისიერად დაუჭირა მხარი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელმაც პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი  გააკრიტიკა.

„მეჭიაურმა მყისიერად დაუჭირა მხარი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვს, რომელმაც „რესპუბლიკელი“ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გააკრიტიკა რამდენიმე დღის წინ. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დუმს რამდენიმე დღეა, მიუხედავად იმისა, რომ ინფორმირებულია, რა შეტევა მიმდინარეობს საქართველოს საგარეო კურსზე.

როდესაც რამდენიმე დღის დუმილის შემდეგ „რესპუბლიკელმა“ მინისტრმა ზაქარეიშვილმა თქვა, რომ მას მეჭიაურის განცხადება კი არ აკვირვებს, მას პარტია „ქართული ოცნების“ დუმილი აკვირვებს, დღეს გამოეხმაურა ამ თემას პრემიერი კვირიკაშვილი და თქვა, რომ მეჭიაურის ხაზი არ არის „ქართული ოცნების“ ხაზი, ეს გასაგებია, მაგრამ ნუ მას ძალიან აკვირვებს და არ მოსწონს მისი „რესპუბლიკელი“ მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადება. კვირიკაშვილს თუ იმისი სურვილი და იმედი აქვს, რომ განაახლოს „ქართული ოცნება“.  ვფიქრობ, შესაძლებლობა ამისი, როგორც ჩანს არ აქვს. ის კი არ უნდა ეფერებოდეს, ან ფორმალურად ემიჯნებოდეს მეჭიაურს, მეჭიაური გარიცხული უნდა იყოს პარტია „ქართული ოცნებიდან“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Politico - ევროკავშირი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს.
პაპუაშვილი - იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა გუშინ პატრიარქმა ზემო აჭარაში, ვიდრე თბილისში აქციაზე ვიხილეთ
სამადაშვილი - რუსების მოკავშირე ავტოკრატია დაემხო სერბეთში. რუსეთმა და ივანიშვილის რეჟიმმა კიდევ ერთი მოკავშირე დაკარგა
transparency international - ოცნება სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის გარეშე დატოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics