|
2016-05-09 15:29:37, 655 ნახვა
პოლიტიკა
სესიაშვილი: უმჯობესია, ბატონი მეჭიაური იმ საქმით დაკავდეს, რასაც პარლამენტში სათავეში უდგას
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი კატეგორიულად ემიჯნება "ქართული ოცნების" დეპუტატ თამაზ მეჭიაურის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ნატო-ში არავინ მიიღებს, თუ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე უარს არ იტყვის. როგორც სესიაშვილმა "ექსპრესნიუსს" განუცხადა, თამაზ მეჭიაურის განცხადება, საქართველოს ხელისუფლების პოზიციისგან და არჩევანისგან აბსოლუტურად აცილებულია. სესიაშვილის შეფასებით, უმჯობესია, თამაზ მეჭიაური იმ საქმით დაკავდეს, რასაც პარლამენტში სათავეში უდგას (საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე). "აბსოლუტურად აცილებულია ბატონი თამაზის განცხადება საქართველოს ხელისუფლების, საქართველოს სახელმწიფოს პოზიციისგან, მისი არჩევანისგან. მესმის, რომ ბატონი თამაზ მეჭიაური დეპუტატია, მას აქვს საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება, თუმცა ვისურვებდი, რომ თითოეულმა ჩვენთაგანმა განსაკუთრებით, პარლამენტის წევრებმა, მეტი გონიერებით მოვეკიდოთ არსებულ მოცემულობას. უმჯობესია, რომ ბატონი თამაზი დაკავდეს იმ საქმით, რასაც უდგას სათავეში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს ვგულისხმობ და არ მგონია, რომ მისგან სწორი იყოს განსხვავებული პოზიციის დაფიქსირება მითუმეტეს იმ საკითხებში, სადაც ვფიქრობ, მისი ცოდნა, გამოცდილება, სიღმრმისეული ჩახედულობა არ არის ადეკვატური. ამიტომ, კატეგორიულად ვემიჯნები ამ განცხადებას და კიდევ ერთხელ შევახსენებ თითოეულ ჩვენთაგანს, რომ ასეთი განცხადებები, საწმუხაროდ, აჩენს კითხვებს, მართალია, უსაფუძვლო კითხვებს, მაგრამ ამ კითხვების გაჩენაც კი, სამწუხაროდ, გარკვეულწილად აზიანებს ჩვენი ქვეყნის იმიჯს, ჩვენი პოლიტიკური კულტურის იმიჯს. სხვა ქვეყნებშიც არსებობენ დეპუტატები, რომელთაც განსხვავებული პოზიცია აქვთ, მაგრამ მათი ეს განსხვავებულობა გაერთიანებულია შესაბამისი ორიენტაციის პოლიტიკურ ჯგუფებში და მე არ მინდა, რომ "ქართულ ოცნებაში" ასეთი რადიკალურად განსხვავებული პოზიციები სააშკაროოდ ჩანდეს იმდენად, რამდენაც ყველას კარგად მოეხსენება, რომ საქართველოს აქვს არჩევანი გაკეთებული, ეს არის ევროპული და ევროატლანტიჯური სივრცე, ესაა ჩვენი ხალხის თანმხვედრი პოზიცია და ასევე საერთაშორისო პოლიტიკური მოცემულობა, სადაც საქართველო აკეთებს სწორ არჩევანს.კეთილი უნდა ვინებოთ და ამ არჩევანის ერთგულები უნდა ვიყოთ და არამც და არამც საკუთარი აზრების დემონსტრირებით არ უნდა დავაზიანოთ, ჩემი აზრით, როგორც ვიწრო პოლიტიკური ინტერესები-ასევე ქვეყნის ინტერესები", - განუცხადა ირაკლი სესიაშვილმა "ექსპრესნიუსს". შეგახსენებთ, "ქართული ოცნების" დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა განაცხადა, რომ დღევანდელი მოცემულობით, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას მხარს არ უჭერს. კერძოდ, მეჭიაურის განმარტებით, საქართველოს ალიანსში არავინ მიიღებს, თუ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე უარს არ იტყვის. კითხვაზე, ვინ ითხოვს მსგავს გადაწყვეტილებას საქართველოსგან, მეჭიაური პასუხობს, რომ „ამას ყველა ამბობს“.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)