ღარიბაშვილი: ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტია მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ პედაგოგების მდგომარეობის გაუმჯობესებას
დღევანდელი დღის მთავრი სლოგანია: მასწავლებლების გაძლიერება, მდგრადი საზოგადოების შენება! თუ გვაქვს სურვილი, გვყავდეს ძლიერი საზოგადოება და განათლებული მომავალი თაობა, ხელისუფლების ვალია დაგეხმაროთ და შეგიქმნათ პირობები, რათა იყოთ მოტივირებულები და მაქსიმალურად გადასცეთ ცოდნა მოსწავლეებს, - ასე მიმართა პედაგოგებს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე.