ლაგაზიძე: ბურჭულაძის გაერთიანების საარჩევნო სია კრიმინალური მენტალობის ადამიანების ზეწოლის შედეგად არის შედგენილი
ჩემი წამოსვლის მიზეზი გახდა ის, რომ პაატა ბურჭულაძემ თავისი პარტია და ამომრჩევლები გაყიდა. ბურჭულაძემ პარტია „გირჩზე“ გაყიდა, რომლის წევრებითაც მისი პარტიის უდიდესი ნაწილია დაკომპლექტებული. პაატა ბურჭულაძესთან მე და მისი გუნდის უმეტესობა იმიტომ მივედით, რომ ბურჭულაძე ახალი, პოლიტიკური სიბინძურისგან დაცლილი თაობის მოყვანას გვპირდებოდა, - ამის შესახებ პარტია „პაატა ბურჭულაძე - საელმწიფო ხალხისთვის“ ყოფილმა წევრმა ხათუნა ლაგაზიძემ განაცხადა.