15:43 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
სერგეენკო უარყოფს ინფორმაციას, რომ კენჭს თბილისის ერთ-ერთ უბანში იყრის

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო უარყოფს, რომ  შესაძლოა,  თბილისის ერთ-ერთ უბანში მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელდეს.

 

სერგეენკო ახლად შექმნილ პარტიებზე: ბარაქალა მათ, დიდი სიზუსტით გადაუკოპირებიათ ჯანდაცვაში მიმდინარე რეფორმები

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, ახლად შექმნილმა პოლიტიკურმა პარტიებმა მოქმედი ხელისუფლების ჯანდაცვის რეფორმა მიითვისეს.

 

დავით სერგეენკო: ვერც ერთ კვლევას, ვის მიერ ჩატარებულიც არ უნდა იყოს, ლეგიტიმურს ვერ ვუწოდებ

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ვერც ერთ კვლევას, ვის მიერ ჩატარებულიც არ უნდა იყოს ის, საბოლოოს და ლეგიტიმურს ვერ უწოდებს.

 

ირაკლი კობახიძე: პარლამენტში იმაზე მეტ მანდატს მივიღებთ, ვიდრე ერთად აღებული დანარჩენი პარტიები

„შედეგები გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ჩვენ შევძლებთ ოქტომბრის  არჩევნებში ხმათა აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვებას, ანუ, 50%-ზე მეტის მიღებას“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმსარულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ  შიდაპარტიული კვლევების შეფასებისას განაცხადა.

 

გიორგაძე: საკუთარ კვლევას ყველაზე მეტად ჩამტარებელი ენდობა

„ყველაზე რეალისტური და შედეგები, რომელიც არ იძლევა არც ინტერპრეტაციის საშუალებას და არც სხვადასხვანაირად გაანალიზების, ან წაკითხვის საშუალებას, არის თავად არჩევნები”,-ასე გამოეხმაურა კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე წინასაარჩევნოდ ჩატარებული სხვადასხვა  კვლევის შედეგებს.

 

ნატო: ალიანსი ნატო-საქართველოს არსებით პაკეტს გააძლიერებს

ალიანსი ნატო-საქართველოს არსებით პაკეტს გააძლიერებს, - ამის შესახებ ინფორმაცია ნატო-ს ოფიციალურ ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.

 

უსუფაშვილი: ეუთო-ს ასამბლეის შემდეგ, მოგევლინებით როგორც არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური ლიდერი

როგორც კი დავამთავრებთ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ღონისძიებას, მე თქვენ მოგევლინებით, როგორც არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური ლიდერი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, დავუთ უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

ცესკოს საპარლამენტო არჩევნებისთის 3 764 830 ლარი გამოეყოფა

მთავრობის გადაწყვეტილებით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთის 3 764 830 ლარი გამოეყოფა.

 

უსუფაშვილი რუსეთის დელეგაციის ვიზიტზე: ეუთოს ასამბლეის მიმდინარეობისას ხელი არც ერთ დელეგაციას არ შეეშლება

კანონი “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” მნიშვნელოვანია, მაგრამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიმდინარეობისას ხელი არც ერთ დელეგაციას არ შეეშლება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა საქართველოში ეუთოს ასაბლეის ღონისძიებაზე რუსეთის დელეგაციის ჩამოვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

 

კახა კახიშვილი ერევანში სომხეთის პრემიერსა და იუსტიციის მინისტრს შეხვდება

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი სამინისტროს დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით, სომხეთში იმყოფება.

 

18 წელს ზევით პირველი ჯგუფის შშმ პირებს და ყველა ჯგუფის შშმ ბავშვებს პენსია 180 ლარამდე გაეზრდებათ

18 წელს ზევით პირველი ჯგუფის შშმ პირებს და 18 წელს ქვემოთ ყველა ჯგუფის შშმ ბავშვებს 1 ივლისიდან პენსია 180 ლარამდე გაეზრდებათ. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დამტკიცდა.

 

უსუფაშვილი: საერთაშორისო არენაზე შიდა კინკლაობები სირცხვილია

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, გიგი წერეთელი წლებია ეუთო-ს საპარალამენტო ასამბლეის თავმჯდომარეა და თუ ორგანიზაცია ისევ აირჩევს, ეს არც კარგი იქნება და არც ცუდი.

 

მთავრობამ „კულტურის სტრატეგია 2025“ დაამტკიცა

მთავრობის დადგენილებით  საქართველოს კულტურის  განვითარების  გრძელვადიანი  დოკუმენტი „კულტურის სტრატეგია 2025“ დამტკიცდა, რომელიც საქართველოს  კულტურისა და ძეგლთა დაცვის  სამინისტრომ ფართო საზოგადოებისა და საქართველოს  მთავრობის  უწყებათაშორისი კომისიის ჩართულობით შეიმუშავა.

 

აბესაძე: თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ფინანსური დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ფინანსური დირექტორი ირაკლი ღურჭუმელია თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

 

ზურაბ ბიგვავა: „ქართული ოცნების“ შიდა კვლევებით, ენმ-ს რეიტინგი 13%-მდეა, „ოცნების“ კი, 35%-ს შეადგენს

სოციოლოგ ზურაბ ბიგვავას განცხადებით, "ქართული ოცნების" შიდა კვლევის თანახმად, პარტია "ქართულ ოცნებას" 35%-იანი, ხოლო "ნაციონალურ მოძრაობას" 13%-იანი რეიტინგი აქვს.

 

გიორგი აბაშიშვილი: მნიშვნელოვანია, ევროპულ დღის წესრიგში საქართველოს საკითხი კიდევ უფრო გააქტიურდეს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ქვეყნის პირველი პირის გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის მნიშვნელობას აფასებს და იმ თემებზე საუბრობს, რაზეც დღეს საქართველოს პრეზიდენტი ბერლინში ოფიციალურ შეხვედრებზე გაამახვილებს ყურადღებას.

 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics