10:26 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-09 15:33:49, 712 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერმა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს სამუშაო სადილზე უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაეროს  მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს სამუშაო სადილზე უმასპინძლა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილმა ტალებ რიფაის ღვინის ტურიზმის პირველი გლობალური კონფერენციის ჩატარების ადგილად საქართველოს შერჩევისთვის მადლობა გადაუხადა. პრემიერის შეფასებით, ეს, საქართველოს, როგორც მეღვინეობის აკვნის საერთაშორისო იმიჯის განმტკიცების კუთხით, უდიდესი მოვლენაა.

მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ საქართველოში ღვინის დაყენების უნიკალური ტრადიციული მეთოდები, მათ შორის ქვევრში დაყენება, იუნესკოს მიერ, კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.

გაეროს  მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ტალებ რიფაი მიიჩნევს, რომ საქართველოში - ღვინის უძველეს სამშობლოში, რომელსაც მეღვინეობის 8 000-წლიანი ტრადიცია აქვს, ღვინის ტურიზმის განვითარების უდიდესი პოტენციალი არსებობს.

მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ კონფერენციის სტუმრები საქართველოში სასიამოვნო დროს გაატარებენ და თავიანთ ქვეყნებში საუკეთესო შთაბეჭდილებებით დაბრუნდებიან.

ღვინის ტურიზმის პირველი გლობალური კონფერენცია, რომელშიც 42 ქვეყნის 250 დელეგატი და 150-ზე მეტი ორგანიზაცია მონაწილეობს, დღეს სრულდება.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics