|
2016-09-09 14:41:46, 841 ნახვა
პოლიტიკა
შოთა ხაბარელი სოფელ ნასაგურის მოსახლეობას შეხვდა
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სამგორის რაიონის მე-13 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, შოთა ხაბარელი საარჩევნო კომპანიის ფარგლებში, სოფელ ნასაგურის მოსახლეობას შეხვდა. „ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივებს საკუთარი ბიოგრაფია გააცნო და ხელისუფლების მიერ განხორციელებულ, მიმდინარე პროექტებზე ესაუბრა. საუბარი შეეხო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, განათლების რეფორმას, ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებს. შეხვედრაზე, რომელიც დიალოგის რეჟიმში წარიმართა, გამოიკვეთა ის პრობლემები, რაც მოსახლეობას ყველაზე მეტად აწუხებს- სოფლის მიმდებარედ არსებული ნაგავსაყრელი და სანიაღვრე სისტემები, ასევე მოუწესრიგებელი შიდა გზები. დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობასთან ერთად პირადად დაათვალიერა სოფელში არსებული შიდა გზები, გაეცნო ერთ- ერთი მაცხოვრებლის პრობლემას, რომელსაც საცხოვრებელი სახლის სახურავი დაეწვა. „მე კარგად ვიცნობ ამ პრობლემას, უკვე დაწყებულია მუშაობა ამ კუთხით, ტენდერში გაიმარჯვა ერთ- ერთმა ჩეხურმა კომპანიამ, სახსრები გამოყოფილია და მიდის ინტენსიური მუშაობა, მომავალ წლისთვის სოფელში ეს სუნი აღარ იქნება“,- განაცხადა შოთა ხაბარელმა. (NS)
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)