2016-09-09 18:07:33, 1571 ნახვა
პოლიტიკა
სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე ლევან დავითაშვილი დაინიშნა
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ოთარ დანელიას შემცვლელად სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტზე ლევან დავითაშვილი დანიშნა.
დავითაშვილი აქამდე მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
ცნობისთვის, ოთარ დანელიამ მინისტრის თანამდებობა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის გამო დატოვა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან