10:21 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-09 17:42:14, 745 ნახვა

პოლიტიკა
ფხალაძე: დავით ბაქრაძე ღირსეულად წარმოადგენს საქართველოს ინტერესებს ამერიკის შეერთებულ შტატებში

საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის დავით ბაქრაძის დანიშვნას  გამოეხმაურა.

ფხალაძე დარწმუნებულია, რომ იგი ღირსეულად წარმოადგენს საქართველოს ინტერესებს ამერიკის შეერთებულ შტატებში.

"ელჩის პოზიცია ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს არის ერთერთი მნიშვნელოვანი ჩვენს დიპლომატიურ სამსახურში, გამომდინარე იქიდან, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. კონსულტაციების შედეგად შერჩეული იქნა დავით ბაქრაძის კანდიდატურა, რომელსაც აქვს კარგი და საინტერესო დიპლომატიური გამოცდილება. ის არაერთხელ იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ამჟამად ის არის სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი დავითი იქნება ღირსეული ელჩი, რომელიც ღირსეულად წარმოადგენს საქართველოს ინტერესებს ამერიკის შეერთებულ შტატებში,"- განაცხადა ფხალაძემ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics