|
2016-09-09 16:44:17, 729 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-ში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე დავით ბაქრაძე დაინიშნება
საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის პოსტს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე დაიკავებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ევროინტეგრაციის კომისიის სხდომის დაწყების წინ განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, ელჩის კანდიდატურის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, რასაც წინ უძღოდა კონსულტაციები საქართველოს პრეზიდენტთან. „საქართველოს მომავალი ელჩი იქნება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე. ვფიქრობთ, ბატონ დავითს გააჩნია ყველა ის თვისება, რაც განაპირობებს მის მომავალ წარმატებას ამ მეტად მნიშვნელოვან პოსტზე. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო არჩილ გეგეშიძეს, რომელმაც დიდი სამუშაო გასწია. მისი ელჩობის პერიოდში მნიშვნელოვნად განვითარდა საქართველოს პარტნიორობა აშშ–თან, ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ყველა მიმართულებით. მინდა მასაც ვუსურვო წარმატება მის მომავალ საქმიანობაში. ბატონ დავით ბაქრაძეს გააჩნია როგორც ნატოს წვერ ქვეყნებში ელჩად მუშაობის გამოცდილება, ასევე მას აქვს დიდი გამოცდილება ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. ასევე ხაზგასასმელია, რომ მისი პიროვნული თვისესებიც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ხალხთა შორის ურთიერთობების გამყარების კუთხით,"–აღნიშნა პრემიერ–მინისტრმა.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)