გიორგი მარგველაშვილი: კონსტიტუციის გადახედვისას მთავარი გაწონასწორების მექანიზმების გამყარებაა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 2013 წლის რედაქცია ხარვეზიანია და გადახედვას საჭიროებს, მაგრამ მიაჩნია, რომ მთავარი და უკვე სამწუხარო ტრადიციად ქცეული ხარვეზი, რომელიც ამ დოკუმენტის დახვეწისას შეიძლება გაჩნდეს, თამაშის წესების რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებზე მორგება იქნება, ამიტომ კონსტიტუციის გადახედვისას საერთო თანხმობის მიღწევა აუცილებელია.