03:08 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-26 21:02:14, 1271 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
რატიანი მმართველ გუნდს: „ოცნების“ ნათლიმამა ივანიშვილი ქმნის ახალ რეალობას, სადაც თქვენ სარკეში ჩახედვა აგეკრძალებათ

„დღეს, როდესაც მიმდინარეობს მთავრობის დამტკიცება და ერთმანეთს დითირამბებს ვუმღერით, პარალელურად ივანიშვილი, „ქართული ოცნების“ ნათლიმამა, ასამარებს საქართველოში ორ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუციას - სასამართლოს და თავისუფალ მედიას“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სერგო რატიანმა პარლამენტში მიმდინარე რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც რატიანმა აღნიშნა, ოთხი წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ბევრი შეცდომა დაუშვა და არაერთი დანაშაული ჩაიდინა.

„ოთხი წლის განმავლობაში, „ოცნების“ ხელისუფლებამ ჩაიდინა ბევრი მავნებლობა, არაერთი დანაშაული, დაუშვა ბევრი შეცდომა, მაგრამ ადამიანებს ჰქონდათ იმის განცდა, რადგან არსებობდა „რუსთავი 2“, რომ მათი პრობლემები იქნებოდა გაგებული, რომ თქვენ გაიგებდით მათ პრობლემებს. „რუსთავი 2“-ის დაქვემდებარებით, ინგრევა არა უბრალოდ სერიოზული პრინციპი - სიტყვის თავისუფლება და ეს თავისუფლების სივრცე იზღუდება, არამედ ივანიშვილი ქმნის ახალ რეალობას და ამ რეალობაში თქვენ აგეკრძალებათ სარკეში ჩახედვა. როგორც ჩანს თქვენ აღარ მოგეცემათ საშუალება დაინახოთ საკუთარი თავი. ამ ოთხი წლის განმავლობაში, თქვენი პოლიტიკური სახე, გახდება იმდენად მძიმე, რომ თქვენ თავად შეგეშინდებათ ამ სახის დანახვა და ბიძინა ივანიშვილი სწორედ ამ სივრცეს კეტავს. თქვენ ხართ გუნდი, რომელზეც არის პასუხისმგებლობა, რომ ჩამოიშალა ეკონომიკა და ქვეყანა არის მძიმე ეკონომიკურ კრიზისში. თქვენ მიიღეთ მავნებლური კანონები, რითაც პრობლემა შეუქმენით ტურიზმს და ბევრ სხვა მიმართულებას. თქვენ ხართ გუნდი, რომელმაც სერიოზული პრობლემები შეუქმენით ქვეყანას იმით, რომ გაიზარდა კრიმინალი. კრიმინალი ფაქტობრივად, გახდა თქვენი მოკავშირე, ეს გამოჩნდა ამ არჩევნების დროს, როცა ადამიანებთან მიდიოდნენ სუს-ის წარმომადგენლები, მერე მიდიოდა კრიმინალი და ბოლოს ჩინოვნიკი „აკაჩავებდა“ ადამიანებს. ადამიანებს ჰქონდათ სრული დაუცველობის განცდა და ეს გამოჩნდა. იმის მაგივრად რომ ოთხოზორიას მკვლელი დაგეყენებინათ წითელ ცირკულარზე და ამ მიმართულებით გადაგედგათ ნაბიჯები, ყოველ წუთს ახერხებთ იმას, რომ პოლიტიკური ოპონენტები დევნოთ“, - განაცხადა სერგო რატიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics