03:09 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-26 16:49:05, 1685 ნახვა

ეკონომიკა კომენტარი
გიორგი გახარიამ პარლამენტის სხდომაზე შრომითი პირობების რეგულაციის შესახებ ისაუბრა

„ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის  ფარგლებში შრომის პირობების მონიტორინგის ნაწილი ჩვენ შევასრულეთ“, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვიითარების მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის სხდომაზე შრომითი  პირობების რეგულაციის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„რაც შეეხა შრომითი პირობების რეგულაციის ნაწილს, ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, როგორ აღმოჩნდა შრომითი კანონმდებლობა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის კომპონენტად, რაც საკმაოდ გასაკვირი იყო. ძირითადი საუბარი იყო შრომის პირობების მონიტორინგზე და ეს ჩვენ შევასრულეთ. რა თქმა უნდა, ვეთანხმებით იმ ნაწილს, რომ შრომითი პირობების მონიტორინგი არის აუცილებელი შემადგენელი სახელმწიფო ფუნქციონირებისათვის და ის უნდა შესრულდეს, განსაკუთრებით იმ ნაწილში, სადაც საუბარია მაღალი რისკის შემცველ სამუშაოებზე“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მისივე განცხადებით,  შრომითი უფლებების რეგულირებას როგორც საკანონმდებლო, ასევე ეკონომიკური კუთხით უფრო მეტი მომზადება ესაჭიროება. „ლოგიკური იქნება, რომ  ის დრო, რასაც ევროპის კანონმდებლობასთან დაახლოების რეჟიმი გვაძლევს, მაქსიმალურად  გამოვიყენოთ“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics