03:08 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-26 20:53:14, 1175 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ბოკერია კვირიკაშვილს: პასუხისმგებლობა ნომინალური კი არა რეალური იქნება

როდესაც საკონსტიტუციო უმრავლესობა გაქვს, როდესაც ფული და მილიარდერი შენს უკანაა, როდესაც სასამართლო სისტემას თითქმის მთლიანად აკონტროლებ და მერე კიდევ გინდა, რომ ჩაახშო ერთადერთი არხი და მილიარდერის ხელში გადაიყვანო, ეს დიდ სამოქალაქო უთანხმოებას იწვევს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა გიგა ბოკერიამ, რიგგარეშე სხდომაზე სითყვით გამოსვლისას განაცხადა.

ბოკერიას თქმით, მმართველ გუნდს პოლიტიკური აბსურდის თვალსაზრისით ბევრი ოქროს მედალი აქვს.

"როდესაც "ოცნების" გუნდი გამოდის ძალიან ძნელია, იმხელა კონკურენციაა პოლიტიკურ აბსურდში თუ ვინ მოიპოვა ოქროს მედალი. ახლა აქ სოფლის მეურნეობის ყოფილმა მინისტრმა დღეს აღმოაჩინა, რომ თურმე ცალმხრივი ყოფილა რუსეთის ემბარგო და საქართველოს არ გამოუცხადებია რუსეთისთვის ემბარგო. მაგრამ ოქროს მედალი, მაინც აქვს დეპუტატს, გვარი ვერ მოვისმინე, სრული პატივისცემით ვიძახი, დღეს იზრუნა იმაზე, ლარი ძალიან რომ გამყარდებაო, მილიარდები, რომ შემოვაო აი მერე როგორ იზამთო თქვენო, მერე როგორ გაუწვდებით ამ პრობლემასო. ამას თქვენ ბ-ნო გიორგი სერიოზულად უპასუხეთ", - აღნიშნა ბოკერიამ.

როგორც უმცირესობის დეპუტატმა აღნიშნა, ყველაზე აბსურდული დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადება დედოლარიზაციასთან დაკავშირებით იყო.

"ბ-ნი ქუმსიშვილისგან მოვისმინე ის, რაც ყველაზე მეტად მაშფოთებს. რომ რა არის გამოსავალი?! ეროვნულ ბანკზე აპირებთ ზეწოლას, რომ გაურთულოს წვრილ და საშუალო ბიზნესს, მოქალაქეებს, დოლარში კრედიტის აღება. ეს არის გამოსავალი?! არა! აქ ბ-ნი ვოლსკი იძახდა, წინადადებები არ გაქვთო. ხელოვნური და ადმინისტრაციული დედოლარიზაცია კი არ არის გამოსავალი, გადასახადების დაწევა, რეგულაციების გაუქმება და ბიუროკრატიის შემცირებაა გამოსავალი. ბოლოს ერთ რამეში უნდა დავეთანხმო ბ-ნ გიორგის, მომავალ პრემიერ-მინისტრს, მან თქვა რომ ეროვნული თანხმობა უნდა იყოს არჩევნების შემდეგო, მოგებულს და წაგებულს შორისო, ეს ასეა. ნორმალური დემოკრატია არის ასეთი. ვიღაც მოიგებს, ვირაც წააგებს. ამის მერე ყველა ნაწყენია ვინც წააგებს, მაგრამ ეგუება ამ დემოკრატიულ შედეგს და აგრძელებს მუშაობას, მაგრამ გააჩნია, როგორ მოიგებ. როდესაც ძალადობით და დაშინებით იგებ, მაშინ თანხმობა სუსტდება, თუ არ ქრება, ეს ერთი და მეორე პასუხისმგებლობა ნომინალური კი არა რეალური იქნება", - მიმართა ბოკერიამ კვირიკაშვილს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics