|
2016-11-26 18:58:33, 1314 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
მელია კვირიკაშვილს: უხერხულია, ყველა გამოსვლას იწყებთ და ამთავრებთ ფრაზით - „მადლობა ბატონ ბიძინას“
„უხერხულია როდესაც ყველა გამოსვლას იწყებთ და ამთავრებთ ფრაზით, - "მადლობა ბატონ ბიძინას", - ასე მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ნიკა მელიამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი კვირიკაშვილს მას შემდეგ, რაც კვირიკაშვილმა დეპუტატს პოლიტიკური სტილი დაუწუნა. „ბატონო გიორგი, თქვენ გიკვირთ, რომ თან გაკრიტიკებთ და თან კითხვას გისვამთ. ეს არის დემოკრატიის არსი, თან აკრიტიკებენ და თან ეკითხებიან. თქვენ რა გინდათ, დითირამბები გიმღეროთ და მერე დაგისვათ კითხვა? გეთანხმებით, კითხვა არ უნდა იყოს შეურაცხმყოფელი, მაგრამ სიტყვა "ნომინალური" გუშინაც გითხარით და დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგად იცით დეფინიცია, არანაირად არ არის შეურაცხმყოფელი. როცა თქვენ ამბობთ რომ ვიმართებით საიდანღაც, მგონი, უხერხულია თქვენგან ამ ყველაფერზე საუბარი, ბატონო გიორგი, როდესაც ყველა გამოსვლას იწყებთ და ამთავრებთ ფრაზით, - "მადლობა ბატონ ბიძინას”, - განაცხადა ნიკა მელიამ. დეპუტატს პრემიერობის კანდიდატმა უპასუხა: „ეს არის პოლიტიკური სპექტაკლი, რომელსაც თქვენ დგამთ და ნამდვილად მინდა გითხრათ, რომ არ არის საკადრისი იმ ადგილის, სადაც ჩვენ ვიმყოფებით“.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)