|
2017-06-16 16:22:26, 2314 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
თალაკვაძე: მივესალმებით ბონუსის სისტემის იმ რეკომენდაციას, რომელიც ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნაში იქნება ასახული
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ, საპარლამენტო არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიისთვის შეთავაზებული ბონუსის მექანიზმის სამი პრინციპი განმარტა და მისი შემოღების მნიშვნელობაზე ისაუბრა. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარემ და თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვენეციაში, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული დასკვნები განიხილება, წინსწრებით წარადგინეს მმართველი გუნდის პოზიცია იმ რეკომენდაციასთან დაკავშირებით, რომელიც საპარლამენტო არჩევნების სისტემას, და კერძოდ, ბონუსის მექანიზმს ეხება. უმრავლესობის ლიდერმა ჟურნალისტებთან ბონუსის სისტემის ფორმულა განმარტა და მასთან დაკავშირებულ პრინციპებზე ისაუბრა. „პარლამენტის თავმჯდომარე და პირველი ვიცესპიკერი ამ მომენტში უკვე იმყოფებიან ვენეციის კომისიის სხდომაზე, სადაც განიხილება საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული დასკვნები. ირაკლი კობახიძემ წინსწრებით წარადგინა ჩვენი გუნდის პოზიცია იმ რეკომენდაციასთან დაკავშირებით, რომელიც საპარლამენტო არჩევნების სისტემას და კერძოდ, ბონუსის მექანიზმს ეხება. ჩვენი შეთავაზება, რომელიც ვენეციის კომისიისთვისაც მისაღებია, ერთობლიობაში მოიცავს სამ წესს: აბსოლუტური ზედა ზღვრის დაწესება - რომლის თანახმადაც, პირველ ადგილზე გასული პარტია ბონუსის გამოყენებით შევსებას მხოლოდ 89 მანდატამდე მიიღებს. ანუ, წესდება ზედა ჩამკეტი ზღვარი, 89 მანდატი; ფარდობითი ზღვარი - რომლის თანახმადაც, პირველ ადგილზე გასული პარტია ბონუსის სახით ვერ მიიღებს მის მიერ არჩევნებში მოპოვებული მანდატების 35%-ზე მეტს. დანარჩენი გადაუნაწილებელი მანდატები განაწილდება პროპორციული წესით; აბსოლუტური ქვედა ზღვარი - რომლის თანახმადაც, თუ პირველ ადგილზე გასული პარტია ბონუსის გამოყენებით ვერ აგროვებს უბრალო უმრავლესობას, ანუ 75 მანდატზე მეტს, ის ბონუსს ვეღარ მიიღებს და გაუნაწილებელი მანდატები პროპორციულად გადანაწილდება. ამ პრინციპებზე ვენეციის კომისიასთან წინასწარი მსჯელობა შედგა და შეთანხმება მიღწეულია. შესაბამისად, ჩვენ მივესალმებით რეკომენდაციას ბონუსის შესახებ უკვე საბოლოო დასკვნაშიც. ამ პრინციპების გამოყენებით, ბონუსის მექანიზმი გამორიცხავს რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიერ პარლამენტში მანდატების ჭარბ კონცენტრაციას, შესაბამისად, საპარლამენტო პროცესში პირველ ადგილზე გასული პარტიის და ოპოზიციური პარტიების სრულფასოვან მონაწილეობას უზრუნველყოფს”, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ
ევროკავშირის ქვეყნები უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაზე რუსეთთან მომლაპარაკებლის კანდიდატურას განიხილავენ
ტრამპის ადმინისტრაცია, კანადას აშშ-ის არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს
უკრაინულმა დრონებმა მოსკოვის ოლქში სამხედრო ქარხანა დაბომბეს
ევროკავშირმა საფრანგეთში მომხდარ პოგრომებთან რუსეთის კავშირის ძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)