კობახიძე ვენეციის კომისიის დასკვნაზე: სამწუხაროა, რომ ასეთი ინფორმაცია უმაღლეს დონეზე ჟონავს
„გვაქვს ლეგიტიმური ეჭვები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გაჟონა ამ ინფორმაციამ და ამ ლეგიტიმურ ეჭვებს აქვს, ბუნებრივია, თავისი საფუძველი“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ვენეციის კომისიის მიერ გამოგზავნილი წინასწარი დასკვნის გასაჯაროების ფაქტზე საუბრისას განაცხადა.