|
2017-06-16 16:26:52, 2103 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ანა დოლიძე: ვენეციის კომისია მოუწოდებს საქართველოს, კონსენსუსში მონაწილეობა ყველა მხარემ მიიღოს
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა და სხდომის მონაწილეებს, რომლებიც საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ დასკვნაზე მსჯელობდნენ საქართველოს პრეზიდენტის პოზიცია გააცნო. დღესვე ვენეციის კომისიამ სხდომის მონაწილეებს საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საკუთარი დასკვნა გააცნო. ვენეციის კომისიის რეკომენდაციის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუცია ფართო, საერთო - ეროვნულ კონსენსუსს უნდა ეფუძნებოდეს. კომისია მოუწოდებს ქართულ მხარეს, რომ კონსენსუსში მონაწილეობა ყველა მხარემ მიიღოს. ანა დოლიძემ სიტყვით გამოსვლისას მთავარი ყურადღება ბონუსების სისტემის მიუღებლობაზე გაამახვილა და ისაუბრა თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის ნატო-ს ექსპერტების ჩართულობით ჩამოყალიბებაზე, საკონსტიტუციო ცვლილებებში პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის საკითხის გათვალისწინებაზე და პარლამენტის ზედა პალატის შექმნაზე, როგორც დამაბალანსებელ მექანიზმზე. ანა დოლიძემ ასევე ისაუბრა იუსტიციის საბჭოს ჩაკეტილ, კორპორატიულ სისტემად ჩამოყალიბების საფრთხეზე. ანა დოლიძის განცხადებით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციის მიხედვით, კონსტიტუციაში უნდა იყოს ჩადებული შესაბამისი, გაწონასწორების მექანიზმები. კომისია ურჩევს ქართულ მხარეს, ჩამოაყალიბოს ორპალატიანი პარლამენტი - შეიქმნას სენატი, იმისათვის, რომ მან დააბალანსოს ძლიერი, ქვედა პალატა. კომისიის აზრით, თუ პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის საკითხი დარჩება ცვლილებებში, მაშინ პრეზიდენტი აირჩიოს კვალიფიციურმა უმრავლესობამ, რომელშიც ჩართული იქნება არა მხოლოდ უმრავლესობა, არამედ ოპოზიციაც. პარლამენტი არ უნდა მონაწილეობდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნაში, რადგან კომისია მიიჩნევს, რომ თუ პოლიტიკა გადის სასამართლო სივრციდან, მაშინ პარლამენტმა არ უნდა დაამტკიცოს მოსამართლეები. მოსამართლეები იუსტიციის საბჭოს წარდგინებით პრეზიდენტმა უნდა დაამტკიცოს, რადგან პრეზიდენტი, ახლი სქემის მიხედვით, ნეიტრალური არბიტრი იქნება. კომისიის რეკომენდაციის მიხედვით, არ უნდა იყოს ბონუსების სისტემა და თუ ბონუსების სისტემა მაინც დარჩება, მაშინ ქართულმა მხარემ უნდა განიხილოს საარჩევნო ბარიერის 2-3 % დაწევის საკითხი. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
ევროკავშირის ქვეყნები უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაზე რუსეთთან მომლაპარაკებლის კანდიდატურას განიხილავენ
ტრამპის ადმინისტრაცია, კანადას აშშ-ის არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს
უკრაინულმა დრონებმა მოსკოვის ოლქში სამხედრო ქარხანა დაბომბეს
ევროკავშირმა საფრანგეთში მომხდარ პოგრომებთან რუსეთის კავშირის ძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)