|
2017-06-16 14:39:59, 2027 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
უსუფაშვილი: სწორი იქნებოდა, „ოცნებას“ მიეღო პროპორციული სისტემა, ბონუსების და სხვა ექსკლუზიური დანამატების გარეშე
„ყველაზე მეტად მაღელვებს ის, რომ ამ პროცესების შედეგად ყველაზე უფრო დაზარალებული აღმოჩნდება თავად კონსტიტუცია“,-ასე გამოეხმაურა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საქართველოს კონსტიტუციის თაობაზე მიმდინარე მოვლენებს. ამასთან, უსუფაშვილის შეფასებით, სწორი იქნებოდა, „ქართულ ოცნებას“ მიეღო საარჩევნო სისტემის ის ვერსია, რომელიც თავად პარტია „ქართული ოცნების“ და მაშინ კოალიციაში შემავალი სხვა პარტიების მონაწილეობით იქნა ინიცირებული პარლამენტში 2 წლის წინ - პროპორციული სისტემა, ყოველგვარი ბონუსების და სხვა ექსკლუზიური დანამატების გარეშე. უსუფაშვილის თქმით, ყველაზე უარესი კი არსებული საარჩევნო სისტემის უცვლელად დატოვება იქნება: „კონსტიტუცია ეს არ არის ლამაზი, ბრძნული ფრაზების ერთობლიობა, უფრო ლამაზი და ბრძნული ფრაზები სხვა წიგნებში წერია, თაროებზე რაც გვიწყვია. კონსტიტუციას მაშინ აქვს აზრი და ძალა, როცა ის არის ქვეყნის გამაერთიანებელი, შემკრები, როდესაც თითოეულ მოქალაქეს სიამაყის განცდით, ჰიმნის დროს რომ რაღაც გემართება, დროშას რომ დაინახავ და რაღაც დაგემართება, კონსტიტუციას რომ შეხედავ და რომ ახსენებ, ის უნდა დაგემართოს თითოეულ მოქალაქეს. ამისთვის საჭიროა არა მხოლოდ იქ კარგი რამეების ჩაწერა, არამედ თავად ამ ჩაწერის პროცესში იმ ტიპის კონსესუსის მიღწევა, იმ ტიპის საერთო სახალხო-საყოველთაო ენთუზიაზმის გამოწვევა, რომელმაც ამ ტექსტს უნდა მიანიჭოს ის ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი დატვირთვა. სამწუხაროდ, ის პროცესი რასაც დღეს ჩვენ თვალს ვადევნებთ, აზარალებს თავად კონსტიტუციას, როგორც ქვეყნის საფუძველს. ეს გამოიხატება როგორც თავად პროცესში და მიდგომებში, იმ ადამიანების მხრიდან, ვის ხელშიცაა ახლა ეს საქმე, ასევე იმ მიდგომით, რომ ჩვენ ფაქტობრივად ვიღებთ ახალ კონსტიტუციას. ჩვენ 1995 წელს მიღებული ტექსტი მთლიანად შევცვალეთ, რაც ახლა პარლამენტში დევს, ეს არის ახალი რედაქცია, რომელიც არის ახალი კონსტიტუცია. ანუ ჩვენ ახლად ფეხადგმულ სახელმწიფოს, სწორედ რომ პირიქით რაღაცები მოგვეთხოვება, ჩვენ ადრე დადებულ აგურებს უნდა გავუფრთხილდეთ. 95 წლის კონსტიტუციაში რაღაც რომ ჩაიწერა და იმ რაღაცამ ნელ-ნელა თავისი სიცოცხლე შეიძინა, რაღაც მუხლმა, რაღაც ფრაზამ, კონკრეტული ადამიანებისთვის ის გახდა დასაყრდენი, ჩვენ ამას უნდა გავუფრთხილდეთ, თორემ, კი ბატონო, შეიძლება აიღო და გადაწერო ის სხვაგან, გადასვა იქეთ-აქეთ, მაგრამ ეს არ არის ასე მოსაპყრობი დოკუმენტი, ეს რაც შეეხება ძალიან მნიშვნელოვან თემებს. არის შიგ კონკრეტული საკითხები, რომელიც სამწუხაროდ ფარავს და ჩრდილავს სხვა თემებს და მოვლენებს, ეს არის პოლიტიკური წინა ხაზის ინტერესების თემა, ძალიან მნიშვნელოვანი თემები, მათ შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. რა იქნებოდა სწორი? - სწორი იქნებოდა ის, რომ პარტია „ქართულ ოცნებას“ მიეღო საარჩევნო სისტემის ის ვერსია, რომელიც თავად პარტია „ქართული ოცნების“ და მაშინ კოალიციაში შემავალი სხვა პარტიების მონაწილეობით იქნა ინიცირებული პარლამენტში 2 წლის წინ - პროპორციული სისტემა, ყოველგვარი ბონუსების და სხვა ექსკლუზიური დანამატების გარეშე. ის დოკუმენტი პარლამენტში დევს და მას აქვს ხელმოწერა დღეს პარლამენტში მყოფი ადამიანების ძალიან დიდი ნაწილის. სამწუხაროდ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მისი დე-ფაქტო ლიდერის ახირების გამო, მაშინ ამ ცვლილებებზე ხმის მიცემაზე უარი თქვა და ეს უნიკალური შანსი გავუშვით ჩვენ ხელიდან, რომ 2016 წლის 1 ნოემბერს ჩვენ უკვე გვქონოდა კონსტიტუციაში ჩანაწერი, რომელიც ამ საკითხს ერთხელ და სამუდამოდ მოაგვარებდა. ახლა ეს მცდელობები, რომ მაჟორიტარული სისტემას გავაუქმებთ, ოღონდ იმ პირობით, რომ ისეთ სისტემას შემოვიღებთ, რომელიც საკონსტიტუციო უმრავლესობის გარანტიას მოგვცემს ისევ, ეს არის უბრალოდ მიუღებელი და დაუშვებელი. ყველაზე უარესი იქნება, თუ ჩვენ დაგვრჩება არსებული სისტემა უცვლელად. ამიტომ, ამ მიმართულებით, ვნახოთ რა იქნება ვენეციაში და მერე რა იქნება ქუთაისში“,-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)