სერგეენკო: საუნივერსიტეტო კლინიკაში ფსიქოტროპული მედიკამენტების ინტოქსიკაციით არა 120, არამედ 16 პაციენტია შესული
გავრცელებული ინფორმაცია, რომ ფსიქოტროპული მედიკამენტების ინტოქსიკაციით მაღალი ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკაში თვეში 100-120 პაციენტი შედის, სიმართლეს არ შეესაბამება, - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურანლისტებს განუცხადა.