|
2015-09-25 15:23:27, 715 ნახვა
საზოგადოება
იან კელი: შემძრა იმ სიმამაცემ, რომელიც რიგითმა ყულჯანიშვილმა გამოიჩინა
სიმართლე რომ გითხრათ, მე შემძრა იმ სიმამაცემ, რომელიც რიგითმა ყულჯანიშვილმა გამოიჩინა, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადა, სადაც ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროს ვასილ ყულჯანიშვილის ჩამოსვენებას დაესწრო. იან კელიმ დაღუპულის ოჯახს და სრულიად საქართველოს მიუსამძიმრა. „ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია არა მხოლოდ პირადად ჩემთვის, არამედ მთლიანად შეერთებული შტატების მოსახლეობისთვის. მინდა გამოვუცხადო თანაგრძნობა არა მხოლოდ გარდაცვლილის ოჯახს, არამედ მთელ ქართველ ერს. სიმართლე რომ გითხრათ, მე შემძრა იმ სიმამაცემ, რომელიც რიგითმა ყულჯანიშვილმა გამოიჩინა“, - განაცხადა იან კელიმ. ცნობისთვის, ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურე, ვასილ ყულჯანიშვილი საქართველოში ჩამოასვენეს. ვასილ ყულჯანიშვილს აეროპორტიდან რუსთავში, საკუთარ სახლში გადაასვენებენ. შეგახსენებთ, საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირველი კლასის რიგითი ვასილ გელას ძე ყულჯანიშვილი ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულების დროს დაიღუპა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)