|
2015-09-25 19:16:33, 584 ნახვა
საზოგადოება
გოჩა ლორთქიფანიძე სოციალური საწარმოების გახსნას დაესწრო
საქართველოში დაბრუნებულ ნარკოდამოკიდებულ მიგრანტებს შრომით სარეაბილიტაციო პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა ექნებათ. ამ მიზნით მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ ექვსი სოციალური საწარმო გახსნა. ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე ესწრებოდა. ექვსი სოციალური საწარმოდან ორი იუსტიციის სამინისტროს „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ფარგლებში იმუშავებს. „თითოეული ცვლილება, რომელიც შემოგვაქვს, ადამიანის უფლებების ფუნდამენტურ უფლებებს ეფუძნება. სახელმწიფო მიდგომა შეცვლილია, რეპრესიული ნარკოპოლიტიკა თანმიმდევრულად მიდის დაბალანსებული ნარკოპოლიტიკისკენ; ახლად დაარსებული სოციალური საწარმოები კი შექმნიან დასაქმების შესაძლებლობას 100-ზე მეტი ყოფილი ნარკომომხმარებლისთვის საქართველოში და ეს უეჭველად ყველაზე ეფექტური გზაა რეაბილიტაციისა და მეორადი პრევენციისათვის“, − განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ. სოციალური საწარმოები ყოფილ ნარკომომხმარებლებს სთავაზობენ შრომითი სარეაბილიტაციო პროგრამის შესაძლებლობას, რითაც ხელი შეეწყობა მათ სოციალურ ინტეგრაციას, პოზიტიურ ცვლილებას პროექტში მონაწილეთა ცხოვრების წესში, მათი დასაქმებისა და პროფესიული უნარების განვითარებას. მთლიანობაში, პროგრამაში 5 ორგანიზაცია მონაწილეობს: 1. იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“; 2. პრობაციის ეროვნული სააგენტოს შპს „პერსპექტივა“; 3. გორის მუნიციპალიტეტის სანერგე მეურნეობა; 4. ა(ა)იპ „კამარა“; 5. საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი „თანადგომა“. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის სოციალური საწარმოების პროგრამის მხარდამჭერია შვეიცარიის სახელმწიფო სამდივნო მიგრაციის საკითხებში. აღნიშნული პროგრამა გრძელვადიან სარეაბილიტაციო სერვისებს დანერგავს ქვეყანაში სპეციალური საჭიროების მქონე ნარკომომხმარებელი მიგრანტი მოსახლეობისთვის.
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)