|
2015-09-25 16:30:37, 696 ნახვა
საზოგადოება
ვახუშტი ბაგრატიონის ხიდიდან დავით ყიფიანის ქუჩის მიმართულებით მოძრაობა ხვალ საღამოს აღდგება
ვახუშტი ბაგრატიონის ხიდიდან დავით ყიფიანის ქუჩამდე არსებული გზის მონაკვეთი ხვალ საღამოს გაიხსნება. როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩაზე რეაბილიტაცია ჩაუტარდა წყალსადენის ამორტიზებულ და მოძველებულ ქსელებს. შეცვლილ ქსელებზე მოეწყო ახალი საკვანძო ჭები და დამონტაჟდა შესაბამისი დიამეტრის ახალი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები. წყალსადენის ახლით შეცვლილი ქსელების საერთო სიგრძე 700 მეტრს შეადგენს. მერიის ინფორმაციით, მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლის შემდეგ ,ვახუშტი ბაგრატიონის ხიდიდან დავით ყიფიანის ქუჩამდე 2 ფენიანი ასფალტის საფარი დაიგო. აგრეთვე მიმდინარეობს ბორდიურებისა და ტროტუარების მოწყობის სამუშაოები. ხვალ კი აღნიშნულ გზის მონაკვეთზე დაიგება მეორე ფენა ასფალტის საფარი. მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლისა და გზის საფარის რეაბილიტაციის სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგეობა და კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ერთობლივად ახორციელებენ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)