შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის დაცვის კურსი დასრულდა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში“ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის ფარგლებში ტრენერთა გადამზადების კურსი დასრულდა.
ისნის ყოფილ სამხედრო ჰოსპიტალში მცხოვრებ დევნილებს მერია ორხევის ტერიტორიაზე არსებულ შენობაში გადაყვანას სთავაზობს.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე და მინისტრის მოადგილე ლევან გორგილაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელ ტარიელ ებრალიძესთან ერთად, შუახევის მუნიციპალიტეტის შუბნისა და ოლადაურის თემების პირველადი ჯანდაცვის ცენტრების საქმიანობას გაეცნენ.
მყინვარწვერზე ჩეხი მთამსვლელი გოგონა დაიღუპა.
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავა სამცხე - ჯავახეთის რეგიონს სტუმრობდა, სადაც დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარესთან ნათია კობახიძესთან და მხარის გუბერნატორთან აკაკი მაჭუტაძესთან ერთად, ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრის პრეზენტაციას დაესწრო.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით,
ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკა ფსიქოტროპული მედიკამენტების ინტოქსიკაციით, კლინიკებში მიმართვიანობის გაზრდასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა კახიშვილმა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომლის მიზანსაც მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების განხორციელებითვის ხელშეწყობა წარმოადგენს.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე თბილისიდან დასასვენებლად ჩასულ ბავშვებს შეხვდნენ, რომლებიც 13 ივნისს თბილისში განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალდნენ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და სილეზიის რეგიონის მთავრობების თამანშრომლობის ფარგლებში, დღეს, გამოცდილების გაზიარების მიზნით, ბათუმიდან ორი მედიკოსი, რევმატოლოგი ნერიმან ცინცაძე და იმუნოლოგი ლეილა ახვლედიანი პოლონეთში გაემგზავრებიან.
ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა სერტიფიკატები გადასცა ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის იმ თანამშრომლებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს საერთაშორისო დაბეგვრის 6-თვიანი კურსი.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More