|
2015-09-25 18:33:33, 647 ნახვა
საზოგადოება
გიორგი მღებრიშვილი ავღანეთში გმირულად დაღუპული ჯარისკაცის ცხედრის გადმოსვენების ცერემონიას დაესწრო
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ავღანეთში გმირულად დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურის ცხედრის გადმოსვენების ცერემონიას დაესწრო და გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა. საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირველი კლასის რიგითი ვასილ ყულჯანიშვილი აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით, სპეციალური რეისით, ბაგრამის საავიაციო ბაზიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს ჩამოასვენეს. სამგლოვიარო ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, აშშ-ს ელჩი საქართველოში იან კელი, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ, ნატო-ს სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი მაქსიმილიან ედერი, საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების თავდაცვის ატაშეები და დაღუპულის ოჯახის წევრები დაესწრნენ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)